ქართულ ღვინოზე თურქეთში დიდი მოთხოვნა არ არის და შესაბამისად 1 მილიონიანი კვოტის ათვისება ვერ მოხდება. როგორც ღვინის მწარმოებელ კომპანიებში განმარტავენ, დღეისათვის თურქეთში სანდო პარტნიორის მოზიდვა ჭირს და ქართულ კომპანიებთან ურთიერთობისთვის მხოლოდ წვრილი თურქული კომპანიები არიან მზად. ისინი კი დიდი სანდოობით ვ...
რუსეთსა და იაპონიას შორის უახლოეს მომავალში შესაძლოა ურთიერთობები დაიძაბოს. ამის მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის მიერ კურილიის კუნძულების სამხრეთ ნაწილში განხორციელებული ვიზიტი შეიძლება იქცეს. იაპონიის პრემიერმა უკვე გააფრთხილა დიმიტრი მედვედევი, რომ ამ ვიზიტის განხორციელებას არ ურჩევდა, მიუხედავად ამისა, როგორც...
აზერბაიჯანის მთავრობა ოქროს მარაგებს ზრდის. აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრის სამირ შაფიროვის განმარტებით დღეისათვის ქვეყანაში 99,5 კგ ოქროს მარაგია. უახლოეს მომავალში მათ მარაგებს კიდევ 100 კგ ოქრო მიემატება და მარაგები წლის ბოლომდე ისევ გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ოქროს მარაგები ქვეყანაში ოქროს საბად...
ირანის ხელისუფლებამ ბლოგერ ჰოსეინ დერახშანს 19 წლით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯეს - მას ბრალად "ანტისახელმწიფოებრივი აქტიურობა" ედება. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ბლოგერი "ირანის რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდას ეწეოდა" და "მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან თანამშრომლობდა"....
მოსკოვის ექს-მერი იური ლუჟკოვი მისი თანამდებობიდან განთავისუფლებას შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ "ინტერფაქსს" ლუჟკოვის ახლო მეგობარმა, დუმის დეპუტატმა, მომღერალმა იოსიფ კობზონმა განუცხადა. "იური ლუჟკოვმა გუშინ მითხრა, რომ ის სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას. ჩემი აზრ...
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად თაღლითობაში ეჭვმიტანილი დედა-შვილი დალი და ლია მელიქიძეები დააკავეს. როგორც პროკურატურა იუწყება, გამოძიებით გაირკვა, რომ დალი მელიქიძემ და მისმა შვილმა ლია მელიქიძემ განიზრახეს, მოტყუებით დაუფლებოდნენ თ...
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი "MეტროHეალტჰ Mედიცალ ჩენტერ"-ის კლინიკაში მოათავსეს, მას შემდეგ რაც მან თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კლივლენდის შტატში მიმავალ 85 წლის კარტერს აეროპორტში სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახვდა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, კომპიუტერი დღეში ერთ ლარად, მოსახლეობის თითქმის ნახევარისთვის ოცნებად რჩება. აღნიშნულის მიზეზი საქართველოს მოსახლეობის ბანკებთან გაფუჭებული ურთიერთოებებია. დღეისათვის "კრედიტინფოს საქართველოს" მონაცემთა ბაზაში 1 მლნ. 900 ათასი ადამიანია შეყვანილი, რაც იმას ნ...
პაკისტანის ტერიტორიაზე ამერიკული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ავიადარტყმის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ერთ ერთი ლიდერი დაუღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "AFP" ავრცელებს. გარდაცვლილი ეგვიპტელი შეიხ ალ-ფატახია, რომელმაც, სააგენტოს ინფორმაციით, პაკისტანში ...
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ხანტი-მანსიისკში მიმდინარე ოლიმპიადის მე-7 ტურში ჩინეთის უძლიერესი გუნდი 2.5:1.5 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გადამწყვეტი სოფიკო ხუხაშვილისა და იუ ვანგის პარტია გამოდგა, რომელშიც ქართველმა მოჭადრაკემ 56-ე სვლაზე იმარჯვა, მანამდე კი ნანა ძ...
თაგვის წამლით მოწამლული 3 წლის სალომე მთვარელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სტაბილურია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" იაშვილის სახელობის კლინიკის პრეს-სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ბავშვი გურჯაანიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში, გუშინ გვიან ღამით, მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნებით, გადმოიყვანეს. ბა...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-დან სამშობლოში დღეს დაბრუნდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერების დებატების მეორე ნაწ...
დაღესტანში ორი სპეცოპერაციის დროს ათი ბოევიკია მოკლული. ინფორმაციას რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის "ეფ-ეს-ბესა" და შს სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონების წარმომადგენლებმა მებრძოლების ბლოკირება ადგილობრივთა კერძო სახლებში მოახდინეს....
ჩრდილოეთ კორეის მმართველი შრომის პარტიის კონფერენციამ, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაშტაბური იყო, ცენტრალურ კომიტეტში ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ირის უმცროსი შვილი კიმ ჩენ უნი აირჩია. პარტიულ კონფერენციამდე კიმ ჩენ ირმა უმცროს შვილს არმიის გენერლის წოდება მიანიჭა და ის პარტიის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის ვიცე-პრე...
"ყაზახური ხორბალი საკმაოდ ძვირია და საქართველოს ხელისუფლებისთვის მომგებიანი იქნება გერმანული და ნიგერიული ხორბლის შეძენა", - ასეთ განცხადებას ყახაზეთის მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნურლან ტლეუბაევი აკეთებს. მისივე ინფორმაციით, ყაზახურ ხორბალს არც რუსეთი შეიძენს, რადგანაც ნედლეური საკმაოდ ძვირია. ...