სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის განცხადებით, პატრიარქის მთავარი მოვალეობაა, არასოდეს დააყენოს დარტყმის ქვეშ ეკლესია. პატრიარქმა ამის შესახებ საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წმ. პატრიარქის ამბროსი აღმსარებლის (ხელაიას) დაბადებიდან 150 წლის იუბილეს ...
ამერიკელ ხმის რეჟისორს, მარკ ბერგერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ბერგერს დიპლომი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მარგველაშვილმა გადასცა. "ეს ადამიანი დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პროფესიონალია ხმის რეჟისურაში. მას აქვს 4 ოსკარი...
„ქრისტიან-დემოკრატებისთვის" მიუღებელია ხელისუფლების მიერ ივანიშვილის მიმართ გადადგმული ნაბიჯები. გიორგი თარგამაძის თქმით, ხელისუფლება ტაქტიკას არ ცვლის და ამგვარი აგრესიული ნაბიჯებით საპასუხო აგრესიის გამოწვევა სურს. "ხელისუფლებას ასეთი აგრესიული ნაბიჯებით სურს, გამოიწვიოს ...
19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.6645 შეადგინა.
დღეს პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბერნსის შეხვედრა გაიმართა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატების ორმხრივ ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმ...
25 ოქტომბერს, სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ქართულ-სლოვენიური ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც ორგანიზებას სავაჭრო-სამრეწველო პალატა გაუწევს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სლოვენიური კომპანიები შემდეგი სფეროებიდ...
„ქრისტიან-დემოკრატებს" „როზნერის" კვლევების თანახმად 13% აქვთ. გიორგი თარგამაძის განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატების" მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის კეთილგანწყობა და სტაბილურად მზარდი რეიტინგი უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია თავად საზოგადოებრივ განწყობაზე და იმაზე, რომ წლების განმავლოაბში უპირვე...
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიხედვით, ქალაქში არსებული ძველი და უსახური ჯიხურების ნაცვლად, თბილისში უახლოეს მომავალში ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხურები დაიდგმება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ვებ-გვერდზე: www. auction.tbilisi....
ბათუმის საინვესტიციო სააგენტომ ესპანელ, თურქ და ინდოელ ბიზნესმენებს უმასპინძლა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ესპანელი ინვესტორი ჯუან ანტონ რომანი აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა. თუქრი ბიზნესმენების, ორჰან ჩაზგირ და ულვი სუვარიოგლუს ინტერესი...
ევროკავშირი საქართველოში რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერისთვის 19 მლნ ევროს უსასყიდლო ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს. აღნიშნული თანხიდან, 17 მლნ ევრო მიმართული იქნება ბიუჯეტის მხარდასაჭერად, ხოლო 2 მლნ ევრო წარმოადგენს ტექნიკურ დახმარებას. საბიუჯეტო მხარდაჭერის კომპონენტის პირველი ტრანშის ჩამო...
"საქართველოს გზა" ბიძინა ივანიშვილზე "განხორციელებულ ზეწოლასთან" დაკავშირებით სახალხო დამცველსა და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს მიმართავს. მიმართვის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშწორებისა და ტერორის ჩვეულ გზას. "საკმარისია ასპარეზზე გამოჩნდეს ძ...
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერ თინა ხიდაშელის თქმით, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ გაუძლო იმ ახალგამოწვევებს, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გამოჩნდა. "საქართველოს ხელისუფლებამ მისთვის დამახასიათებელი სტილით ცდილობს მოკლას ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება და არ დატოვოს შე...
საქართველოს ეროვნული ბანკი "ქართუ ბანკთან" დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნილია, რომ სებ-ის ერთ-ერთი ამოცანა ქვეყანაში ჯანსაღი ფინანსური გარემოს უზრუნველყოფაა. ამ ამოცანის შესასრულებლად კი ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ეფექტურ ზედამხედველობას ანხორციელებს. კანონმ...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხათუნა ოჩიაური მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში პოლიტიკურ რეპრესიებს ადგილი არასდროს ჰქონია. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. გუშინ ბერა ივანიშვილის მეგობარი დააკავეს, ასევე ბანკ &...
~ქართული დასის~ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური რეპრესიების განხორციელებაში ადანაშაულებს. ~ქართული დასი~ სოლიდარობას უცხადებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, რომლის მიმართაც ბანდიტურ მოქმედებას აქვს ადგილი" - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბაღათურიამ. მისივე თქმით, ხელისუფლება...