დღეს, 16 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 5 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.6477 შეადგინა.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობამ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ფონდის 2011 წლის გამარჯვებულების ვინაობა დაასახელა. მიმდინარე წელს მცირე გრანტების პროგრამისთვის მსოფლიო ბანკის გამოყოფილი საგრანტო თანხა შეადგენს 45,000 აშშ დოლარს, რომელსაც ემატება ფონდი - ღია საზოდაგოება საქართველო და ევრაზიის...
მთავრობას რეფერენდუმის ჩატარების გარეშე საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების 3 წლის ვადით გაზრდის უფლება რჩება. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია "ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების" შესახებ კანონპრექტში. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებ...
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციურ რვიანთან მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს ინდივიდუალურ ფორმატში გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტია საარჩევნო გარემოზე მომუშავე ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ...
თბილისში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის მე-6 კონფერენცია (IRU's 6th Euro-Asian Road Transport Conference, www.iru.org) გაიხსნა. კონფერენციას, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმართება, რამდენიმე ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და 22 საერთაშორისო ორგანიზაციის ხე...
20 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში დიალოგი გაიმართება. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან აცნობეს, დისკუსიებისას განხილულ იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, 26 მაისის მოვლენები და განცხადებებ...
17 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან. მემორანდუმს ხელს სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და აკადემიის დირექტორი სერგო ნოზაძე მოაწერენ. ღონისძიება სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, შეხვედრების ოთახში გაი...
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება ენიჭებათ. კანონის მოქმედი ნორმით, წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს მხოლოდ კანონდამრღვევი პირის მისი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტის ტერიტორიიდან გაყვანა შეუძლია. ...
„ხალხის პარტიის" თავმჯდომარის, კობა დავითაშვილის თქმით, მისი პოლიტიკური მოძრაობის რიგებიდან ალექსანდრე შალამბერიძის წასვლის გადაწყვეტილება „უმძიმესი" მისაღები იყო, თუმცა აუცილებელი. „ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო იოლად მისაღები. პარტიიდან შალამბერიძის წასვლა არის სერიოზული ...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტისა და USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI Economic Prosperity Initiative) პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ლექცია თემაზე: "ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები და დაცვის ...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის, საინიციატივო ჯგუფ "გული გულს" ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის პარტნიორობით, პროექტ "ერთი დღე სტუდენტის" ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტ...
თუშეთის ეროვნული პარკის საინფორმაციო ცენტრში, ალვანში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, ოჯახური სასტუმროების მფლობელებისა და თუშეთის რეგიონში ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირებისთვის, ინგლისური ენის შესწავლის მიზნით, მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე სეფ ვოიტეკი ოთხთვიან კურსს ატარებს. ...
„ხალხის პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ პარტიის რიგები დატოვა. ამის შესახებ შალამბერიძემ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. შალამბერიძე პარტიიდან წასვლის მიზეზად მასსა და „ქრისტიან -დემოკრატებს" შორის მომხდარ აჟიოტაჟს უკავშირებს...
„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს ლორი ბრისტოუს და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯუდით გოფი შეხვდნენ. „ქრისტიან-დემოკრატების" მხრიდან შეხვედრას გიორგი თარგამაძე, ნიკოლოზ ლალიაშვილი და მაგდა ...
რუსეთის ფედერაცია ბელორუსს კრედიტების გამოყოფის შეწყვეტით ემუქრება. "იმ შემთხვევაში თუ ბელორუსში შეზღუდავენ რუსული მედიის მუშაობას, რუსეთს შეუძლია თავის მხრივ ამ ქვეყნის საკრედიტო მხარდაჭერა შეზღუდოს", _ ეს განცხადება რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსეი კუდრინმა გააკეთა. ...