პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 74 წლის ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გულის ოპერაცია გადაიტანა. ამჟამად ის სან-პაულოს კარდიოლოგიურ კლინიკაში იმყოფება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პელე საავადმყოფოში მეორედ მოხვდა. გასული წლის ნოემბერში მას თირკმელიდან კენჭი ამოუღეს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთიდან ცოცხალი ფრინველის ხორცისა და კვერხცხის იმპორტი დროებით აკრძალა. იმპორტის შეზღუდვის მიზეზი თურქეთში ფრინველის გრიპის გამოვლენაა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დროებითი შეზღუდვის შესახებ უკვე აცნობა ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურსა და იმპორტიორებს.
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე რიგის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს ერთობრივი წერილით მიმართავენ. წერილში საუბარია რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს...
პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს. რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის განკარგულებით ჩატარდება. დღესვე თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტენ. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, სავიზო რეჟიმის გამარტივებაა, რომლის თაობაზე...
მევენახეების სუბსიდირება წელს განხორციელდება თუ ამის აუცილებლობა იქნება, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანაშვილმა გადაცემა „20 30“ პიდაპირ ეთერში. ამასთანავე სამანაშვილმა განმარტა, რომ სუბსიდირება ძვირი უჯდება სახელმწიფოს და რთველის პროცესში სააგენტოს მხრიდან...
8 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივი წარმომადგენლის შეხვედრა, ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) დასკვნასთან დაკავშირებით. მისამართი: საქართველოს ეროვნული ბანკი სანაპიროს ქ. N 2, მე-5 სართული
ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ევროკავშირი ახალი სამწლიანი პროგრამის ფარგლებში 44.5 მილიონ ევროს გამოყოფს, რომელიც ქვეყანას DCFTA-ის განხორციელებაში და ამ პროცესში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაში დაეხმარება. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოს...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის შესახებ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ლარის დევალვაცია ძალიან ცუდია, თუმცა ის უმეტესწილად რეგიონში მიმდინარე მოვლენებითა და არსებული პრობლემებითაა გამოწვეული. „ასევე მოქმედებს ნავ...
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე სამთო კურორტების განვითარების მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს სამთო კურორტების მიმართულებით ძირითად ინფრასტრუქტურაში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. ,,ეს იყო ხელოვნური გათოვლიანებ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოში შემოვიდნენ ისეთი საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორები, როგორიცაა „რიქსოსი“ ბორჯომში, „პარკინ ბაი რედისონი“ - თბილისში, „მერიოტ“-ის უფრო დაბალპროფილიანი ქსელი „მოქსი“. &bdqu...
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტრუქტურული დივერსიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით მუშაობა მიმდინარეობს ინდუსტრიული განვითარების საკითხებზე“, აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შექმნილია სპეციალ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საყდრისის საბადოს ლიცენზია ძველი ხელისუფლების დროს გაიყიდა. როგორც მან ოპოზიციონერი დეპუტატის სერგო რატიანის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, ნაციონალებმა ძალიან კარგად იციან, რომ მოხდა ლიცენზიის გაგრძელება და არა გადაცემა. სერგო რატიანმა პრემიერს სი...
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შუახევში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ დაჭრილი იმ კლინიკაში დაიღუპა, რომელიც ნაცონალურმა მოძრაობამ ნულოვანი ვალდებულებებით დაარიგა. „2010 წელს თითო ლარად რომ ჩამოარიგეთ კლინიკები ნულოვანი ვალდებულებებით, ამ მმართველმა კომპანიამ ამი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შედგენილი ნუსხიდან რამდენიმე საპრივატიზაციო ობიექტი უკვე გაიყიდა, იმპორტში შეინიშნება კლება და შესაბამისად, ლარის სტაბილიზაცია ორ-სამ კვირაშია მოსალოდნელი. ,,რამდენიმე ობიექტის გაყიდვა უკვე მოხდა. ასევე ჩვენ ველოდებით გარდაბნის თბოელექტოსადგურის გაყიდვას, ...
ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე დაინტერესდა რის საფუძველზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების წარმატებებზე. ,,ამ კატასტროფული შედეგების ფონზე, მე მაინტერესებს, რა ჰქვია იმ უნარს, რომელიც თქვენ გაძლევთ ძალას, რომ დღეს აქ მოხვიდეთ, ასეთი რიხით ისაუბროთ და კიდევ ერთხელ მოითხოვოთ, რომ საქ...