თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ გაწეული საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარადგინა. დეპუტატებმა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის ჩართულობითა და ხელშეწყობით ხორციელდება. როგორ...
ხაიში-ჭუბერის გზაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფელ ჭუბერთან, ადგილობრივმა მოსახლეობამ ცენტრალური გზა ქვებით ჩახერგა და გადაკეტა. აქციის მიზეზად სახელდება, როგორც ხე-ტყის მოჭრის ნებართვის არგენა, ასევე, ხაიში-ჭუბერის გზის აღდგენა. აქციის შედეგად გზაზე საცობი წარმოიქმნა, ჩახერგილი მანქანების უმეტესობა ტუ...
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო კონკურს „ალიანტე 2015-ის“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს უმასპინძლეს. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ...
საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურია ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს ეხმაურება, რომელიც ბერლინის „კონცერტჰაუზში“ გაიმართა. ღონისძიება გერმანიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟითა და საქართველოს კულტურისა დ...
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე იარაღის შემოტანის მცდელობა გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტის, "სარფის" კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ჰ.ტ., რომლის კუთვნილი ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლები...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს „თელასის“ ტარიფში შემავალ კომპონენტებთან დაკავშირებით მესამე საჯარო მოსმენა გამართა. კომისიამ საზოგადოებას წარუდგინა საოპერაციო დანახარჯებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტების შესახებ,...
2015 წლის აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოჩამჩირე-ენგურის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების საბაბით შეიყვანა სარკინიგზო ჯარები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმალობაში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა რუსეთის...
ლარი გაუფასურებას განაგრძობს. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 25 აგვისტოს ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.3640ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.7162ლარი ღირს. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0304 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0820 პუნქტით გაუფასურდა 22 აგვისტოს  ...
უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიას არასდროს დაივიწყებს და მოსკოვს მომხდარს არასდროს აპატიებს. ამის შესახებ პეტრო პოროშნკომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მარშზე განაცხადა. მისივე თქმით, სამხედრო კონფლიქტს 2 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. „რუსეთის მხრიდან აგრესია დ...
მერილინ მონროს ცნობილი შავი ქუდი გასაყიდად Nate D. Sanders-ის აუქციონზე გააქვთ. ლოტი 35 ათას დოლარად არის შეფასებული. როგორც აუქციონის ორგანიზატორები აცხადებენ, ქუდი კარგ მდგომარეობაშია და მას მხოლოდ უკანა ნაწილი აქვს უმნიშვნელოდ დაზიანებული. ქუდის მყიდველი საჩუქრად მონროს ფოტოსურათსაც მიიღებს, რომელშ...
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მიერ რკინიგზის აღდგენა არის საქართველოში რუსეთის მიერ კარგად აპრობირებული მცოცავი ანექსიის ახალი ეტაპის დაწყების მცდელობა, - ამის შესახებ ნათქვამია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "აფხაზ...
უკრაინის ეკონომიკამ კრიზისული პერიოდი უკვე გადალახა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა შესაძლოა რამდენიმე თვეში დაიწყოს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციას აღარ ექნება ადგილი.
იაპონიის ხელისუფლება კურილიის კუნძულებზე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის ვიზიტს აპროტესტებს. საგანგებო განცხადება პრემიერმა სინძო აბემ გააკეთა. „ბატონ მედვედევის ვიზიტი იაპონიის პოზიციას ეწინააღმდეგება და იაპონელთა ეროვნულ გრძნობებს ბღალავს, რაც ძალიან სამწუხაროა,“-აღნიშნა აბემ. კურილიის კუნძულე...
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა სამტრედიის ნაყინის სახელით ცნობილი შპს „მყინვარის“ რამდენიმე სახეობის ნაყინის ნიმუშები აიღეს და შესამოწმებლად სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადააგზავნეს. კვლევის შე...
მორიგი ტერორისტული აქტი ეგვიპტეში. ტერორისტთა სამიზნე ბუჰეირას რაიონი გახდა. წინასწარი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის ავტობუსის ქვეშ იყო დამონტაჟებული. აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. ...