ელიავას ბაზრობა იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა. გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო ბრიგადა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან აფ...
პორტის სასახლეს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს მოეკიდა და 3 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო მანქანა და მაშველები. ცეცხლის ლოკალიზება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
არგენტინაში საქართველოს საელჩოსა და ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორის რიკარდო რაბინოვიჩის ინიციატივით, ბუენოს-აირესის უნივერსიტეტში 28 აგვისტოდან ქართული ენისა შემსწავლელი კურსები დაიწყება. ოთხი თვის განმავლობაში, არგენტინელი და უცხოელი სტუდენტები ქართული ენის საფუძვლების (დონე A1) შესწავლასთან ერთად, ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ფოლკლორსა და არქიტექტურას გაეცნობიან....
2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 74 პროცენტით გაიზარდა. 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია ჯამში 143,169 მგზავრი, რაც 74 პროცენტით (60,...
,,ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარის დავით მესხიშვილის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ტრანსპორტის პოლიტიკა შემუშავებული და საქართველოს გზებზე ერთ თვეში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სტიქიის შედეგად. მან ხელისუფლებას ამ მიმართულ...
კოჯორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი მიმდინარეობს. 33 მსმენელი დასკვნით საველე სიტუაციურ ამოცანებს ასრულებს. კურსანტები ამჯერად აერომობილურ მომზადებას გადიან. მომავალი ოცეულის მეთაურები ვერტმფრენში ჩასხდომას, დესანტირებას, დაშავებულის...
4 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე ბრიტანული საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის „დელამოდ გრუპის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური მიმართულებების განვითარების შესაძლებლობები და აღნიშნულ ...
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული თოთხმეტი საკითხი განიხილეს. თბილისის მერის მოადგილემ - გიორგი ხელაიამ, დეპუტატებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტი წარუდგინა. მისი განცხადებით, 2015 წლის დამტკიცე...
საქართველოს სახალხო დამცველმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, მორიგი საჯარო დებატები გამართა , თემაზე: არის თუ არა სახელმწიფო მზად ეკომიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებას მოდერაცია გაუწია საქართველოს სახალხო დამცველ...
ქართული ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 5 აგვისტოს ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.2798 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.5023 ლარი. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0082 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0135 პუნ...
გაზპრომის ღირებულება კატასტროფულად შემცირდა. 2015 წლის 28 ივლისისთვის მისმა კაპიტალიზაციამ 51 მლრდ დოლარამდე იკლო. რუსეთის ხელისუფლება, რომელიც კომპანიის მთავარი აქციონერია, აცხადებდა, რომ 2015-2018 წლებისთვის მისი კაპიტალი 1 ტრილიონი დოლარი გახდებოდა. თუმცა, მათი პროგნოზები არ გამართლდა. კომპანიის საბაზრო ღირებულება...
2016 წლიდან აჭარას, რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების ერთიანი კალენდარი ექნება. ინიციატივა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსს მამუკა ბერძენიშვილს ეკუთვნის, რომელიც მან დღეს აჭარის მთავრობას გააცნო. როგორც მამუკა ბერძენიშვილმა განაცხადა, ტურიზმის სტიმულირებისთვის დიდი რაოდენობის და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ჩატარება...
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ანი მიროტაძის შეფასებით, ,,ქართული ოცნების” რეიტინგი შესუსტდა, თუმცა არ ფიქრობს, რომ ეს არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენს. მისი თქმით, ერთი წელი საკმარისია შეცდომების გამოსასწორებლად. დეპუტატმა ”ჯი- ეიჩ- ენთან” იმ ხარვეზებზე და მიმართულებებზე ისაუბრა, რომელი...
ბანგკოკში (ტაილანდი) საერთაშორისო კონკურსის RomanticThailand-ის მონაწილეთათვის საზეიმო საღამო და პრესკონფერენცია გაიმართა. საერთაშორისო კონკურის ფინალში 6 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილებდნენ, მათ შორის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. „ჩემთვის დიდ...
ტრაგედია დატრიალდა ქობულეთში. კერძოდ, სოფელ შუაღელეში, მდინარე დეხვაში ბებია და შვილიშვილი დაიხრჩვნენ. ადგილობრივების განცხადებით, დაღუპულები მდინარეზე საბანაოდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც შვილიშვილი ბანაობის დროს გაუჩინდარდა, ხოლო ბებია მის მოსაძებნად მდინარეში შევიდა, თუმცა ორივე მათგანი დაიღუპა. ...