ნატო რუსეთს პარტნიორად აღარ განიხილავს. ამის შესახებ ევროპაში ნატოს სახმელეთო ძალების მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა აშშ კონგრესში გამოსვლისას განაცხადა. „ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპაში ნატოს ძალები გათვლილი იყო სიტუაციებზე, რომლებშიც რუსეთსს ალიანსის პარტნიორ ქვეყნად განვიხილავდით, თუმცა დღეს მოს...
"პოროშენო უკრაინელებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ იგავებით კვებავს, რადგანაც სხვა არარაფერი დარჩენია." ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ალექსეი პუშკოვის თქმით, "უვიზო რეჟიმი სხვა არაფერია, თუ არა მირა...
შეერთებული შტატები თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის. შესაბამისი გადაწყვეტილება კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო. კონგრესმენთა გადაწყვეტილებით, თავდაცვის ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 40 მილიარდი დოლარით გაიზრდება. პროექტს მხარი 226-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ 197-მა კონგრესმენმა მისცა. არ არის გ...
დევიდ კემერონმა კიდევ ერთი დებატები მოიგო. სატელევიზიო დებატების ბოლო რაუნდში მოქმედმა პრემიერმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. გაზეთ "გარდიანისა" და ორგანიზაცია IჩM ღესეარცჰ-ის გამოკითხვის შედეგებით, კემერონს ხმა ტელემაყურებელთა 44-მა პროცენტმა მისცა, ლეიბორისტთა ლიდერს, ედ მილიბენდს კი მხარი 38-მ...
ავსტრიამ ვაშინგტონის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცნობილი უკრაინელი ოლიგარქის, დიმიტრი ფირტაშის ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში არ განხორციელდება. ბიზნესმენი ვაშინგტონის მოთხოვნით ვენაში გასულ წელს დააკავეს და 2 თვის წინ 125 მილიონიანი გირაოთი გაათავისუფლეს. მას ბრალად კორუფციულ გარიგ...
2002 წელთან შედარებით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 14,7 პროცენტით შემცირდა. ასეთია საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები. გასული წლის 5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 3 729 635 შეადგენს, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით 14 პ...
ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ წუხელ აეროპორტში რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა მოგვიანებით აცნობეს, რომ ფრენა გადაიდო. დამანგრეველი მიწისძვრა ნეპალში გასულ შაბათს მოხდა. სტიქიამ 6 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს. როგორც ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებენ, ისინი ირაკლი ღარიბაშვილს ენდობიან და მის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. რაც შეეხება თავდაცვის მინსიტრის თანამდებობაზე თინა ხიდაშელის დანიშვნას, მის კანდიდატურას როგორც მმართველი გუნდი, ისე თავისუფალი ...
სპორტის მინისტრის პოსტზე ამ ორი კანდიდატურა სახელდება – ერთი არჩილ თალაკვაძეა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს. მეორე კი ტარიელ ხეჩიკაშვილია. მის კანდიდატურასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა. ხეჩიკაშვილი საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მფლობელია.
თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი პარლამენტიდან სავარაუდოდ მთავრობაში გადაინაცვლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი დაიკავებს, გარემოს დაცვის მინისტრი კი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი გახდება. გარემოს და...
პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას რამდენიმე საათში დაასახელებს. ახალ მთავრობაში სავარაუდოდ დაანონსებულზე მეტი ახალი სახე იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, შეიცვლებიან სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებიც. კონსულტაციები მთავრობის ადმინისტრაციაში გვიან ღ...
საქართველოს მთავრობაში განსახორციელებელი ცვლილებები ცნობილია. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტს თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს გიგლა აგულაშვილი, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტს ტარიელ ხეჩიკაშვილი დაკავებენ. ამ დრომდე გრძელდება კონსულტაციები სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტთან...
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ანჩის სახარება (XII-XIII საუკუნეები) პირველი ქართული დოკუმენტია, რომელიც საარქივო პორტალის ევროპული ქსელის (APEx) განსაკუთრებულად ღირებული და ისტორიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტების სექციაში - „პოპულარული დოკუმენტი“ - განთავსდა. ევროპული პორტა...
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,, საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, არ წარმოადგინონ და დაამტკიცონ "ივანიშვილის მორჩილი მთავრობა". პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად პარლამენტმა სრულიად განახლებული მთავრობა უნდა დაამტკიცოს. "დღეს საქართვე...
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე შესაძლოა კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრმა თინა ხიდაშელმა შეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ,,იმედი” ავრცელებს. საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე ადასტურებენ, რომ მინისტრთა კაბინეტის ცვლილება მხოლოდ ორი ვაკანტური ადგილით არ შემოიფარგლება. მინისტრთა კაბინეტის...