ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეზოში იმყოფებოდნენ. მმართველი მენეჯმენტის ცვლილებას სიტყვის თავისუფლების და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვას უწოდებენ. მათივე განცხადებით, ბრძოლას, სამართლებრივად და მშვიდობიანად გააგრძელებენ.
რუსთავის ორის იურისტები დღეს იმ მუხლის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ურთმელიძემ 5 ნოემბერს გადაწყვეტილება მიიღო. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგი სარჩელით მიმართავენ. ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ტელეკომპანიის შენობის დატოვებას არ აპირებს. ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური ...
სარკინიგზო კატასტროფა გერმანიაში. ბავარიაში სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანას შეეჯახა. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ბრიტანეთი შარმ-ეშ-შეიჰიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. სპეციალურ რეისებს კომპანიები British Airways, Easyjet, Monarch და Thomson შეასრულებენ. მანამდე ლონდონმა ბრიტანულ ავიაკომპანიებს შარმ-ეშ-შეიხის მიმართულებით ფრენა აუკრძალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა ეგვ...
"ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, მან გვითხრა, რომ გადის საკონსტიტუციო სივრციდან,"- ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია მოსამართლე ურთმელიძის მიერ 5 ნოემბერს გამოტანილ განჩინებას. "ეს არ არის ურთმელიძის ეს არის ივანიშვილის გადწყვეტილება. ამ ნაბიჯით ივანიშვილმა გვით...
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამ წუთებში საგანგებო ბრიფინგს მართავს და მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას აფასებს. „მე ხელში მიჭირავს 1 საათში დაწერილი 17 გვერდიანი განჩინება მოსამართლედ წოდებული ზონდერის თამაზ ურთმელიძის, ამ განჩინებას აქვს 2 სიტყვიანი შინაარსი-დიქ...
"ამას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი", - ასე აფასებს ტელეკომანია საქართველოს ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. "მას შემდეგ რაც გამოვიდა გადაწყვეტილება განვაცხ...
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ რამდენიმე საათის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ხოშტარია აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოსახლე...
„ჩემთვის ეს გარდაცვლილი სასამართლო კიდევ ერთხელ გარდაიცვალა“, - განაცხადა ადვოკატთა ადოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა. მისი თქმით, არ შეიძლება იმის საღად შეფასება, რაც გააკეთა ურთმელიძემ. „ჩვენ მივდივართ ჭაობისკენ და ამ ჭაობიდან გამოსასვლელი გზა უფრო და უფრო ვიწროვდება. რუსთ...
რუსთავი 2-ის წილის მფლობელი გია ყარამანიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს. ყარამანიშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ურთმელიძე მომავალში იანკუკოვიჩის მოსამართლეების ბედს გაიზიარებს და ის ამისთვის ძალღონეს არ დაიშურებს. ამავე დროს გია ყარამანიშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან ქვეყნის მომავალი. "ეს მო...
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, განჩინება დღეს გამოქვეყნა. განჩინებაში ურთმელიძე მეხუთე მუხლში მიუთითებს, რომ "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დაინიშნოს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი". მეექვსე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დვალმა და საყ...
ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევს საქართველოში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შ...
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად პოპ-მომღერლებს შორის კეტი პერი ლიდერობს. ფორბსის მონაცემებით, მომღერალმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 135 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილს რეიტინგში 80 მილიონი დოლარით ტეილორ სვიფტი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი 59,5 მილიონით ჯგუფი Fleetwood Mac-ია.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები გამართეს. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეგიონულ თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის შემადგენელ პროექტების და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკით...
100 წლის შემდეგაც შევძლებთ მეზობლებისა და ევროპის გაზით მომარაგებას, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ვიზიტით იმყოფება “აზერბაიჯანს გაზის დიდი რეზერვები აქვს. 100 წლის შემდეგაც შეუძლია გაზით, არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მეზობლები და ...