აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტს აეროპორტში დახვდნენ თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ბაიარ აბაევი, თურქმენეთის საგანგებოდა სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეთმურად მურატოვი, საქართველოს საგანგებო ...
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ სავალუტო რეზერვების აუცილებელი დონე შენარჩუნებულია. ,,ეს არის 3 თვის იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი. სებ-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა შეინარჩუნოს ადეკვატური სავალუტო რეზერვი, რომელიც არის გარანტი ჩვენი სტაბილურობის. ჩვენი მთელი ეს საქმიანობა და განვ...
საქართველოს პროკურატურის მიერ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციუ...
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ სასტუმრო თბილისი მერიოტში 2010-2015 წლებში საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიებაზე ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დასახელდა. რეგიონული განვითა...
რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ფინეთიც ადანაშაულებს. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან ფინეთის საჰაერო სივრცეში ვეტმფრენი 9 კილომეტრის სიღრმეში შევიდა. რადიოსიგნალს პილოტებმა არ უპასუხეს. ისინი ფინეთის საჰაერო სივრცეში 6 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
საქართვცელოს მთავარ პროკურატურაში დღეს 14 საათზე ბრიფინგი გაიმართება. სავარაუდოდ საქმე მაღალჩინოსნების მხრიდან ცემისა და წამების ფაქტებს ეხება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაებას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზა 30 წელზე მეტია არ შეკეთებულა, რის გამოც ნ...
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ყველაზე გაუმჭვირვალე უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გახდა. IDFI-ის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ვითარება გაუმჯობესდა სასჯელაღსრულების სამინისტროში. "ფაქტია, რომ შარშანდე...
მუმბაის სასამართლომ ბოლივუდის ცნობილ მსახიობს, სალმან ხანს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. მას ბრალად მუმბაელი უსახლკაროს მკვლელობა ედებოდა. ინციდენტი 2002 წელს მოხდა. ხანი მანქანით 5 ადამიანს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა. მსახიობი ირწმუნებოდა, რომ საჭესთან მისი მძღოლი იჯდა, რაც გა...
IDFI-ის სპეციალური ჯილდო „2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“ საქპატენტს გადაეცა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველომ დღეს, 11 დეკემბერს (2015 წ.), 2010-2015 წლებში საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შემაჯამებელი ანგარიშ...
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2010-2015 წლებში საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. საქართველოს ოკ...
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე მომდევნო სასესიო კვირაში წარსდგება. ქადაგიძემ ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ დღეს პარლამენტში იმყოფება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ზუსტ დროს შეათანხმებს. "ჩვენი სურვილია, რომ ეს მოხდეს მომდევნო სასესიო კვირაში. დარწმუნებული ვარ, რომ 23, 24, 25 რიცხვებში შ...
საკანონმდებლო ორგანომ „საგადასახდო კოდექსი“ მიიღო, რომლის გათვალისწინებით, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის გაზრდა მოხდება. კერძოდ, მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებების შესაბამისად, ფილტრიან სიგარეტზე აქციზი - 0,2 ლარის ოდენობით გაიზრდება, უფულტრო სიგარეტზე - 0,05 ლარით, ერთ ღერ სიგარაზე ...
ჰოლანდიის სასამართლომ ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილ 9 პირს განაჩენი გამოუტანა. მათ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2 მათგანს სასჯელი დაუსწრებლად მიესაჯა. ისინი ამჟამად სირიაში იმყოფებიან. მსჯავრდებულთა შორის ერთი ქალია.
პარლამენტში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს. ფინანსთა მინისტრი დეპუტატებს ბიუჯეტის პარამეტრებს ამ წუთებში აცნობს. მას შემდეგ, რაც ნოდარ ხადური მოხსენებას დაასრულებს, მას კითხვებით დეპუტატები მიამრთავენ, შემდეგ კი, საკითხზე პოლიტიკური დებატები გაიმართება. პარლამენტი დღევანდელ...