ეკონომიკის სამინისტროს შენობაში, დღეს დილით ხანძარი გაჩნდა. შედეგად დამწვარია 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობი და დაშავებულია ერთი ადამიანი. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის თაობაზე გამოძახება "112"-ში 06:05 საათზე დაფიქსირდა. დამწვარია შენობის მე-6 - მე-7 სართულებზე შეკიდული ჭერი, ასე...
ფოთში რაგბის მსაჯი დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2“ ავრცელებს. ტეკელომპავიის ცნობით, ფაქტს ადასტურებენ რაგბის კავშირში და აცხადებენ, რომ უკვე დაიკითხნენ ინციდენტის მონაწილეებიც. სხვა დეტალებზე კი არ საუბრობენ. შემთხვევა სტადიონზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიის 21 წლის ნიკო ამაშუკელი რაგბის მატჩის ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მ...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, EPP-ის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. ჯოზეფ დაულიმ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა,რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტში მისი პარტია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციას. მისი თქმით, EPP-ს მხ...
ზუგდიდში, სოფელ ინგირში, საცხოვრებელლ სახლს, სადაც ორი დევნილი ოჯახი ცხოვრობდა ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მაშველთა ოთხი ჯგუფი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მაშველებმა სახლში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენა შეძლეს. დაზარალებულების განცხადებით, სახლში...
რომის პაპი ფრანცისკე 27 მარტს აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ტრადიციული მიმართვისა და ღვთისმსახურების დროს, მიგრანტებისა და დევნილებისათვის თავშესაფრის მიცემაზე „უარის თქმას“ დაუპირისპირდა. ტრადიციულ მიმართვაში, ,,რადიო თავისუფლების ინფორმაციით, Urbi et Orbi ("ქალაქსა და მსოფლიოს"), რომის...
სირიის სამთავრობო ჯარებმა რუსეთის სამხედრო დახმარებით, საბოლოოდ გაათავისუფლეს ექსტრემისტებისგან ისტორიული ქალაქი პალმირა. ამის შესახებ სირიის სახელმწიფო მედია იუწყება. 26 მარტს სირიის სამთავრობო ძალებმა და მისმა მომხრე სახალხო ლაშქარმა ექსტრემისტებისგან გაანთავისუფლეს დასავლეთ პალმირის ისტორიული ციტადელი, რომლის...
საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" ისევ კოალიციის სახით მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე პარტიების სახით, ამაზე გადაწყვეტილება კოალიციაში ერთობლივად იქნება მიღებული, - ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს რუსტავში განაცხადა, სადაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"...
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ინფორმაციით, 28 მარტს 11:20 საათზე პალატას იორდანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაშია 12 იორდანიელი მსხვილი ინვესტორი სხვადასხვა სფეროდეან. მათ შორის არიან ინვესტორები ენერგეტიკის, ტურიზმის, ტექსტილის წარმოების, სოფლის მეურნეობისა და საბანკო სექტორებიდან. 2016...
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, EPP-ის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. ჯოზეფ დაულიმ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა,რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტში მისი პარტია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ვიზები...
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სურსათის სარეალიზაციო ობიექტ „ქალაქის გულში“ თბილისის სამმართველოს მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლისას გამოვლენილი შეუსაბამობების გამო 2 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, მა...
საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაული გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს მიულოცა. ,,ძვირფასო თანამოქალაქენო, ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ მაცხოვრის აღდგომას - ამ ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს, გულითადად გილოცავთ. დაე შინაგანი განახლების, სიკეთის გამარჯვებისა და უკეთესი მომავლის რწმენის ამ დღესასწაულმა ...
სამგორის რაიონში, პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ მამუკა ჩოქურთან ერთად დაათვალიერა. ამასთან, მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა ...
იტალიაში პარიზისა და ბელგიის ტერაქტების მონაწილე დააკავეს, -ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პირი უშუალო კავშირშია პარიზსა და ბელგიაში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან. კერძოდ, ის იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ტერორისტებს ფალსიფიცირებულ საბუთებს უმზადებდა. ტერორისტის სახელი და გვარი ამ ეტაპზე არ ხმა...
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა სააღდგომო მიმართვაში განაცხადა, რომ ბრიტანეთი ტერორისტული საფრთხის წინაშე, ერთიანი ფრონტით უნდა დადგეს ქრისტიანული ფასეულობების დასაცავად. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, კემერონმა განაცხადა ასევე, რომ ბრიტანეთმა უნდა იამაყოს, რომ ის ,,წარმოადგენს ქრისტიანულ ქვეყანას, ეს ფ...