საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ინფორმაციით, 28 მარტს 11:20 საათზე პალატას იორდანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაშია 12 იორდანიელი მსხვილი ინვესტორი სხვადასხვა სფეროდეან. მათ შორის არიან ინვესტორები ენერგეტიკის, ტურიზმის, ტექსტილის წარმოების, სოფლის მეურნეობისა და საბანკო სექტორებიდან. 2016 წლის 29 მარტს 10:00 საათზე სასტუმრო „Radisson BLU-iveria”-ში ქართულ-იორდანიული ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სახელმწიფო უწყებებში მომუშავე მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე სხვა და სხვა ფონდების წარმომადგენლებთან. ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობას 40-მდე ქართული კომპანია მიიღებს. ვიზიტის მიზანს საინვესტიციო გარემოს შეფასება წარმოადგენს. ასევე იორდანიაში ექსპორტის განხორციელების მიზნით დელეგაციის წევრები ქართველ მეწარმეებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას შეეცდებიან.