საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, სახელმწიფო ვიზიტით, 18 ოქტომბერს ისრაელს ეწვევიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტი პირ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 16 ოქტომბერს 21:00 საათიდან 18 ოქტომბრის 23:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ უბნებში აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 16 ოქტომბერს 18:00 სა...
თიბისი გალერეაში თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ქართველი და უცხოელი ინსტრუმენტალისტები იღებდნენ. მათ შორის: ქერსთენ მაქქოლი- ფლეიტა, გიორგი გვანცელაძე - ჰობოი, ლევან ცხადაძე - კლარნეტი, ემი ჰარმანი - ფაგოტი, ფელიქს დევრო - ვალტორნა , რომან ლელო - საყ...
ვენესუელური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მანუელ როსალესი დააპატიმრეს. პოლიტიკოსი პოლიციამ მარაკაიბოს აეროპორტში დააკავა. როსალესი სამშობლოში 6 წლიანი დევნილობის შემდეგ ბრუნდებოდა. ვენესუელის ხელისუფლება მას კორუფციაში ადანაშაულებს, რასაც როსალესი კატეგორიულად უარყოფს. საქმე მის წინააღმდეგ 2009 წელს აღი...
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიისთავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძისა და ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის’’ ინიციატივით დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში საქართველოსმორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს ეხვედრას დეპუტატებთან ერთად რაგბის ქომაგი ბავშვები ესწრებოდნენ. ქეთევან ჯოხაძემ ქართველ სპორტსმენებს გა...
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მეორე დღეს პრემიერმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. „საქართველოში ინვესტირება ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენ ნამდვილად უნდა ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რასაც აბრეშუმის გზა ქვია,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ძა...
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი იუსტიციის სამინისტროში მივიდა. ფატუ ბენსუდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეებს ირაკლი შოთაძეს და გიორგი გოგაძეს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. 2008 წლის აგვის...
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-სა და წილების დაყადაღების შესახებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი ”ვერსია”. ქიბარ ხალვაშის თქმით, წილების დაყადაღება დავის ელემენტია, რომ წილები არ გასხვისდეს და კომპანიას არ აჰკიდონ ვალები. ბიზნესმენი ასევე აცხადებს, რომ შეისწავლის ნიკა გვარამიას, როგო...
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული დაჩი კ. ქურდობის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის დაბა ნასაკირალში, ნანული ძ-ს...
სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ევროპისა და აზიის სამთო კურორტების რიგით მე-2 კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ტარდება. კონფერენციაში 500-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის არის საქართველოს დელეგაციაც. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარემ 2017 წელს რიგით მე-3 ...
თბილისობასთან ერთად დედაქალაქის მერია უკვე საახალწლოდაც ემზადება. გამოცხადებულია ტენდერი თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის მონუმენტზე ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟის, მორთვისა და დემონტაჟის მომსახურებაზე, რისთვისაც მერია დაახლოებით 99 ათას ლარს დახარჯავს. ტენდერი გამოცხადდა ყინულის მოედნის მონტაჟზე...
დღეს “თბილისობაა". სამდღიანი სახლხო დღესასწაულის აღნიშვნა "საპატიო თბილისელის" დაჯილდოებით დაიწყება. ხვალიდან რიყის პარკში დაგეგმილია კონცერტები, ღია ტურნირები ჭადრაკსა და ჭიდაობაში, საბავშვო ღონიძიებები და ,,ლაივ ფესტივალი" ახალგაზრდებისთვის. ,,თბილისობა 2015""-ის ფარგლებში წელს პირველად გაიმა...
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ცერემონია საქართველოს, აშშ-სა და ავღანეთის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო. მოწვეულ...
უკანონო შესყიდვების ლეგალიზაციის ეპიზოდზე დღეს ყოფილი მერის, გიგი უგულავას მორიგი სასამართლო განხილვა გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მტიცებულებათა გამოკვლევას დაეთმობა. კერძოდ, პროკურატურა მოწმედ გიორგი კაპანაძეს, იგივე “რიჟას” წარადგენს. დაცვის მხარე მოწმეს სამართალდამცავ ორგანოებთან გარიგება...
16 წელს მიღწეულმა პირებმა ქორწინება შესაძლოა მხოლოდ სასამართლოს თანხმობით შეძლონ, მხოლოდ ისეთი მიზეზით, როგორიცაა ორსულობა და ბავშვის გაჩენა. პარლამენტი სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს. ინიციატივის თანახმად, მშობლებს არასრულწლოვანების ქოწინებაზე გარიგების უფლება ა...