რუსული ვალუტის კურსი ეცემა. დღეს დილით მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსმა 71,29 რუბლი შეადგინა, ერთი ევროს ფასი კი 77,45 რუბლით განისაზღვრა. ბირჟის ანალიტიკოსები რუბლის გაუფასურებას ნავთობის ფასის დაცემას უკავშირებენ. დღევანდელი მონაცემებით, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობი 37,7 დოლარი ღირს.
ორშაბათს, 21 დეკემბერს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2015 წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენენ. როგორც აღნიშნულ ორგანიზაციებში აცხადებენ, გამოკითხვა რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინა...
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 20 დეკემბერს, 15:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში (საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახ. მუზეუმი) გაიმართება რობერტ ბარძიმაშვილის 80 წლის იუბულესადმი მიძღვნილი საღამო. მუზეუმის უკვდა...
ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის სპეციალური პრეს კონფერენცია გადაიდო. ევროპელ დიპლომატს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევრო კომისიის ანგარიშზე უნდა ესაუბრა. ელჩი დოკუმენტის შინაარსის და მასში ასახული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურების განმ...
ლონდონის ”ჩელსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა მილანის ”ინტერში”დაბრუნდეს. ამის შესახებ გამოცემა Sky Sports იტყობინება. კიდევ ერთ ვერსიად მიუნხენის ”ბაიერნი” განიხილება, რომელსაც ხოსეპ გვარდიოლა მალე დატოვებს. ასევე სახელდება პსჟ-ს ვარიანტი. მოურინიო ლონდო...
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარტიის კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ნანა მაისურაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. „პარტიისთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. გამოძიების შეუფერხებლად წ...
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი კიევში შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, ასოციაციის შექმნაზე მემორანდუმს შავი ზღვისა ...
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, ძალიან დიდი და ძალიან კარგი სამუშაო იქნა გაწეული სწორედ იმ მიზნამდე მისაღწევად, რომელიც დღეს ევროკომისიის დასკვნის სახით უნდა გამოქვეყნდეს. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან უფრო მჭიდრო და სწრაფი ინტეგრაციისთვის ძალიან დ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არასწორია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ცესკო-ში აუდიტის ანგარიშისა და გამოძიების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013-2014 წლების ანგარიში შეიცავს მხოლოდ ცალკეულ მოსაზრებებსა და შეხედულებებს...
ათენი სავარაუდოდ პალესტინის დამოუკიდებლობას აღიარებს. შესაბამისი დოკუმენტი საბერძნეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტებმა მოამზადეს. როგორც რეზოლუციის ავტორები აცხადებენ, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი და კონსტრუქტიული გარემოს შექმნას შეუწობს ხელს. რეზოლუციის ტექსტს პარლამენტის თავმჯ...
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმართა შეწყალების პროცესში შესაძლო ზეწოლის ფაქტებს ეხმაურებიან. „განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების განცხადებებს, სადაც ისინი საუბრობენ პოლიტიკოსების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ ზეწო...
პარლამენტში „საარჩევნო კოდექსის“ განხილვა ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, საარჩევნო ოლქების გადანაწილების თაობაზე, ერთმანეთს დეპუტატები კობა სუბელიანი და გიგა ბუკია დაუპირისპირდნენ. ბუკიას პროტესტი სუბელიანის შეფასებას მოჰყვა, რომელმაც ცვლილებები სისულელედ შეაფა...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ დღეს რუსეთზე საუბარი არასერიოზულია, რადგან დღეს ევროპაზეა სასაუბრო. ამის შესახებ მინისტრმა პუტინის განცხადებაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის ტანახმადაც რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი მოუხსნას. ...
ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯოზე მოურინიოს გუს ჰიდინკი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ლონდონურ კლუბს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. მოურინიოს კლუბმა კონტრაქტი გუშინ შეიწყვიტა.
,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ გიორგი ბარამიძის განცხადებით, დღეს, ივანიშვილის მთავრობის პირობებში, ქვეყანა სერიოზულ უკუსვლას განიცდის როგორც სისტემური კორუფციის მხრივ, ასევე სხვა დანარჩენ საკითხებშიც. "დღეს ჩვენ განვიხალვთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ქვეყანაში გამეფებული სისტემური კორუფციის ფაქტები...