„რა უნდა მოიმოქმედოს ბიზნესმა, საგადასახადო სისტემაში ცვლილებების ამოქმედებამდე“.- ამ სახელწოდებით 2016 წლის 9 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა, რომელიც საგადასახადო სისტემაში ცვლილებებს შეეხებოდა.
სემინარის ჩატარება „ესტონური მოდელის“ შესახებ ხშირად დასმული კითხვების გამო გადაწყდა. განსაკუთრებით აქტუალური იყო ეს საკითხი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ჩატარებული კომიტეტის სხდომის შემდეგ.
სემინარზე სპიკერებად საქართველოში წამყვანი საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები მოიწვიეს, რომლებიც ამომწურავად პასუხობდნენ საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებულ კითხვებს.
სემინარის პირველ ნაწილში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონი განიხილეს, რომელიც 2017 წლიდან ამოქმედდება; მეორე ნაწილში საუბარი საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელს შეეხო.
ღონისძიებას სემინარის ფორმატი ჰქონდა, ჩატარდა პრეზენტაციები, განიხილეს სხვა და სხვა პრაქტიკული მაგალითები და იყო აქტიური დისკუსია.
ბიზნეს-სექტორის მხრიდან სემინარით დაინტერესება ინფორმაციის გავრცელების პირველივე დღიდან მაღალი იყო. დარეგისტრირებულია ათეულობით მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია. მათ შორის- Hualing Hotel Preference, Silk Road Bank, ნიკორა, წყალტუბო პლაზა, RIXOS და სხვა საქართველოში მომუშავე მსხვილი კომპანიები.