ტრამპის რეიტინგი ეცემა. სოციოლოგიური გამოკითხვა ამჯერად გელაპის ინსტიტუტმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, თეთრი სახლის ლიდერის მოღვაწეობით რესპოდენტთა 40 პროცენტია კმაყოფილი. ტრამპის პრეზიდენტობის წინააღმდეგი გამოკითხულთა 55 პროცენტია. 5 პროცენტს კი კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.
განგაში კალიფორნიაში. ოროვილის ტბაზე დამბის დაზიანების გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს რამდენიმე საათში დამბა მთლიანად ჩამოიშალოს. დამბის დაზიანება გად...
უწმიდესის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია სოციალური ქსელით ავრცელებს, ..უწმიდესის ოპერაცია დასრულდა წარმატებით! ნარკოზიდანაც გამოსულია კარგად. ყველას ლოცვა შეიწირა გამჩენმა! კიდევ დიდხანს, კარგად და მხნედ გვეყოლება!“, - წერს ლაშა ჟვანია. საქართველოს ს...
ბელარუსში ახალი სასაზღვრო რეგულაციები ამოქმედდა. მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე 5 დღით უვიზოდ შესვლის უფლება მიეცემათ. უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ შეერთებული შტატების, იაპონიის, ბრაზილიისა და ინდონეზიის მოქალაქეებიც. ვიზის გარეშე ბელარუსის ტერიტორიაზე შესვლა ჯერჯერობით მხოლოდ მინსკის აეროპორტი...
გერმანიის ახლადარჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო საქმეებში არ ჩაერევა. „ვფიქრობ, საგარეო საქმეებში ჩარევა ჩემი საქმე აღარ არის. ამიტომ, თავი უნდა ვაიძულო, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში აქტივობა არ გამოვიჩინო,“-განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა დოიჩე ველესთვის მიცემულ ინტერვიუში. ...
თურქმენეთის მოქმედ პრეზიდენტს სარეკორდო მხარდაჭერა აქვს. გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ამომრჩეველთა 98-მა პროცენტმა მისცა. არჩევნებზე ელექტორატის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა 97 პროცენტი მივიდა.
აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მთიანი ყარაბაღის საზღვართან სომეხ დივერსანტთა ჯგუფი გაანადგურეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფოპრმაციით, დივერსანტებმა ე.წ. ურთიერთშეხების ხაზი გადაკვეთეს, რის შემდეგაც მათი ლიკვიდაცია მოხდა. სომხური მხარე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ...
თბილისის მერიასთან ,,რუსტავი 2“ -ის მხარდამჭერ აქციაზე ვითარებას უსაფრთხოების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკვირდებიან, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები და დაკავებულები არ არიან. აქციაზე ნიკა მელიამ სპეციალური განცხადება გააკეთა. "ხელისუფლება სისულელეს სისულელეზე აკე...
საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვახუშტი მენაბდემ მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ცვლილებით გაძლიერდება. ,,ეს გულისხმობს მისი არჩევის წესის შეცვლას ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ უმცირესობის მხარდაჭე...
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი უწყებაში 14.00 საათზე დაინიშნა. პროკურატურაში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა განცხადება სავარაუდოდ, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის, მამა გიორგი მამალაძის დაკავების საკითხზე გაკეთდება.
,,რუსთავი 2“ -ის მხარდამჭერ აქციას საკოორდინაციო საბჭო ამ წუთებში თბილისის მერიასთან მართავს, სადაც დაპირისპირება მოხდა. აქციაზე შეკრებილები მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა უსაფრთხოების სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. დაპირისპირებაში საპატრულო პოლიცია ჩაერთო, მერიის უსაფრთხ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რა დროსაც შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც წარმო...
საკონსტიტუციო კომისია ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით ხელისუფლება თავის დაპირებას შეასრულებს. "წინასაარჩევნოდ საზოგადოებას დავპირდით, რომ ამ საკითხს ა...
შპს „სტადიონი“ სპორტული კომლექსის პროექტირების მიზნით ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. ელექტრონული ტენდერი ქალაქ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომლექსის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს. სპორტული კომლექსი არაოლიმპიურ საწვრთნე...
ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმს დღეს სასწავლო პროცესი შეუწყდა. სკოლის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პარასკევს გახდა ცნობილი. ამ წუთებში შაჰინის სახელობის სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები აჭარის მთავრობის შენობის წინ არიან შეკრებლი. ისინი ადგილობრივ მთავრობას თხოვენ, რომ რამდენიმე თვით ადრე სასწავლო ...