აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“ (AZAL) საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენის სიხშრეს ზრდის. 2017 წლის 28 მარტიდან ავიაკომპანია, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 8 სიხშირით შეასრულებს, ხოლო 2 მაისიდან კი დაამატებს კიდევ 2 სიხშირეს და ფრენები შესრუ...
ნეპალში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. მგზავრებით გადატვირთული ავტობუსი სერპანტინის რაიონში ხევში გადაიჩეხა და 200 მეტრის სიღრმეზე მდინარეში ჩავარდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლო...
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისის განვითარების ფონდის და ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის დაფინანსებით, საველე სკოლის პროექტში მონაწილეობისთვის კონკურსი გამოცხადდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რესტავრაციისა და ქვის თლის სფეროთი დაინტერესებულ 17-დან 40 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს...
"მივდივარ საჭყონდიდლოში. ტელევიზიას ვაბარებ ღმერთს", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" თანამშრომლებთან დამშვიდობებისას. ტელევიზიის თანამშრომლები მეუფე პეტრეს მიერ გაწეულ სამუშაობს დადებითად აფასებენ და კიდევ ერთხელ სთხოვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი...
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ,,ზანავის“ მინერალური წყლის საბადოზე სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით მიმდინარე წლის 9 მარტს აუქციონი გამოაცხადა. წყლის რესურსის სარგებლობის ლიცენზია 25 წლით გაიცემა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში. ზანავის მ...
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი აირჩიეს. დეპუტატებმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ სალომე ზურაბიშვილის, კომისიის მდივნად კი გიორგი მოსიძის კანდიდატურა...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს თანაორგანიზებით პირველად ჩატარდება დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #dipski2017. ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას და სრიალის მოყვარულებისთვის გაზაფხულის სეზონზე საქ...
წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1, 6 მილიარდ (1,645 მლნ.) აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ მონაცემებს, ხოლო 5%-ით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. 2016 წელს ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდ...
სტამბოლის გარეუბანში ვეტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ CNN Turk იტყობინება. ვეტმფრენი ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა. მაშველებმა კატასტროფის ადგილას 5 ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპულთაგან 4 რუსეთის მოქალაქეა. კატასტროფის მიზეზი ძლიერი ნისლი გახდა. ვეტმფრენი სავარაუდოდ სატელევიზიო ანძას წამოედო....
რუსეთმა თურქული ბოსტნეულისა და ყვავილების იმპორტზე შეზღუდვები მოხსნა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახური იტყობინება. ცნობილი ხდება ისიც, რომ ავიაკომპანია პობედა 21 აპრილიდან ალანიის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს. რუსული სანქციების მოხსნა მოსკოვში თურქეთის ლიდერის ვიზიტს დაემთხვა. რეჯეფ თაიფ ერდოღა...
ე.წ.მოსმენების კანონთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სარჩელს შეიტანს როგორც სტრასბურგის სასამართლოში, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შეესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა. მისივე თქ...
მოსკოვში კიდევ ერთხელ დაკავებული ილდარ დადინი საბუთების შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს. ოპოზიციის აქტივისტი სამართალდამცველებმა დღეს დილით იუსტიციის სამინისტროს პიკეტირებისას დააკავეს, რომელსაც ლევ პანამარიოვთან ერთად აწყობდა. ილდარ დადინი პირველი ადამიანია, ვინც რუსეთში მიტინგების ჩატარების წესის ...
რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი გაეცნენ. თბილისის მერის თქმით, დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების უ...
მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 13 მარტს 10 საათზე განახლდება, - ამის შესახებ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ,,იმედთან“ საუბარში განაცხადა. ადვოკატების ინფორმაციით, მამა გიორგი უკვე ორი დღეა მზად არის ჩვენების მისაცემად. მიუხედავად იმისა, რომ გირგი მამალაძ...