ე.წ. მოსმენების კანონს პრეზიდენტმა უკვე მესამედ დაადო ვეტო. მან კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნების თანხლებით უკან დააბრუნა. გიორგი მარგველაშვილი ამ ფაქტს ორი მიზეზით ხსნის, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახალი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება, ასვე მან შესაძლოა სატელ...
რუსთავში ძლიერმა ქარმა სახლების სახურავები დააზიანა. დაზიანებული ქსელების გამო, ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაზიანებები უკვე მოინახულა რუსთავის მერმა, დავით ჯიქიამ. მისი თქმით, მერიაში უკვე შეიქმნა კომისია და ზარალს ითვლიან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი "კურიერის" ეთერში პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს დადების შესახებ საუბრობს. „გასაგებია საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ მიიღო "ქართულმა ოცნებამ", გასაგებია, რომ 76 ხმას ადრე კოალიციურად აგროვებდა და ახლა მარტო შეუძლია ამის მოგრო...
ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებისთვის ნარკოტიკების ჩადებაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საუბარი ე.წ. ნარკოტიკების ჩადებაზე აბსურდულია. "არავინ არავის არაფერს არ უდებს. ყველა ის განცხადება ე.წ. ჩადებებთან დაკავშ...
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის პროექტის კოორდინატორი სულხან სალაძე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს. მან თბილისის საკრებულოს მოუწოდა, რომ არსებული დოკუმენტები გამოაქვეყნონ ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების გამოყოფის ფაქტზე. „თუკი პროკურატურას მართლაც...
ირანში ახალ წელს ზეიმობენ - სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული ირანელები ფილარმონიის წინ შეიკრიბნენ და ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს. სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
სამოქალაქო სასამართლომ პარლამენტარ ეკა ბესელიას სარჩელი თბილისის საკრებულოს წევრ, ალეკო ელისაშვილის მიმართ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მას ბოდიშის მოხდა და 1000 ლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა ელისაშვილი გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. „მე მექრთამეებთან საბოდიშო არაფერი არ მაქვს, ჯერ საინტერესოა, რომ თვითონ ...
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იბრაჰიმ რაჰიმფურმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ირანის ელჩი საქართველოში სეიდ ჯავად ყავამ...
საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას მისი შვილის განცხადებაზე ისაუბრა. რამოდენიმე დღის წინ, ანა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი მეგობარი უკანონოდ დაიჭირეს და ეს პრეზიდენტის განცხადებებს უკავშირდება. „ყოველთვის ასე ვასწავლიდი და ყველა საქართველოს მოქალაქეს და განსაკუთრებით ...
„მე უშუალოდ ვმონაწილეობდი ასეთი მესიჯბოქსების შედგენაში,“ - ეს განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ, "კურიერის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, მსგავსი რამ ხშირად ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა „ქართული ოცნება“ ამ მხრივ ნაკლებ დისციპ...
11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, რომელიც ამბობს რომ ამ ვანდალურმა აქტმა ნეგატიური ასახვა ჰპოვა კერძო სექტორზე. უფრო კონკრეტულად კი აქციიც მეორე დღესვე რეგიონის სასტუმროებში ასობით ჯავშანი გაუქმდა. „მიმდინარე წლის 11-12 მარტს ბ...
სამხრეთ სუდანში ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ათობით ადამიანი ემსხვერპლა. სამგზავრო ლაინერი ბაჰრ-ელ-გაზალის პროვინციაში, ქალაქ ვაუს აეროპორტთან ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 44 ადამიანი იმყოფებოდა. სავარაუდოდ ყველა მათგანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილას მაშველები უკვე მივიდნენ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას 29 მარტს აამოქმედებს. ამის შესახებ ფორინ ოფისი იტყობინება. „ევროკავშირში ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა სერ ტიმ ბაროუმ დღეს დილით ევროკავშირის საბჭოს აპარატს შეატყობინა დიდი ბრიტანეთის განზრახვა, 2017 წლის 29 მარტს აამოქმე...
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით ზალკალიანსა და აშშ-ის კვლევითი ორგანიზაციის „ატლანტიკური საბჭო“-ს დინუ პატრიციუს ევრაზიის ცენტრის დირექტორს, ელჩ ჯონ ჰერბსტს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა დ...
სტოკჰოლმში, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე შვედეთის გარემოსა და ენერგეტიკის სახელმწიფო მდივანს- პერ ანქუისტს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი შვედეთის სამეფოში მალხაზ კაკაბაძე და შვედეთის ბირთვული უსაფრთხ...