ვლადიმერ პუტინი ამერიკის 42-ე პრეზიდენტს, ბილ კლინტონს ნატოში რუსეთის გაწევრიანებას სთავაზობდა. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ოლივერ სტოუნისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მე მახსოვს მასთან ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა. ის მოსკოვში იყო ჩამოსული. მე მას ვუთხარი: იქნებ ნატოში რუსეთის გაწევრიანების ვარიანტი გა...
ლონდონში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს გერმანიის კანცლერიც გამოეხმაურა. „დღეს ჩვენ გაგვაერთიანა საერთო მწუხარებამ. ამ მძიმე წუთებში გერმანია ბრიტანეთის გვერდით დგას. ჩვენ ტერორიზმს ერთად უნდა ვებრძოლოთ,“-განაცხადა ანგელა მერკელმა.
ლონდონში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, ნატოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. „ჩვენი ფიქრები დღეს იმ ადამიანებთანაა, რომლებსაც ეს შემზარავი თავდასხმა შეეხო. ჩვენ ლონდონელთა გვერდით ვდგავართ,“-წერს იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“ ...
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღესრულება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას დღეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ამ დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლები...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა ...
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს. „ძალიან ვწუხვარ ლონდონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების გამო, რომლებსაც კვლავ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები - დაღუპულია ექვსი და დაშავებულია ათობით ადამიანი. თანავ...
მოსკოვი ლონდონში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს გმობს. საგანგებო განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა გააკეთა. „რუსეთი ყოველთვის მზად იყო და დღესაც მზადაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან ითანამშრომლ...
ტერორისტული თავდასხმების მიუხედავად, გაერთიანებულ სამეფოში არჩევნები მაინც ჩატარდება. ამის შესახებ ლონდონის მერმა სადიკ ჰანმა განაცხადა. „არჩევნები 8 ივნისს ჩატარდება და მე ხმას აუცილებლად მივცემ,“-განაცხადა ქალაქის თავმა. თავდასხმები ლონდონის ხიდსა და ბორო მარკეტის რაიონში გვიან ღამით განხორციელდა...
ტურინში სან-კარლოს მოედანზე ჭყლეტის შედეგად 600-მდე ადამიანი დაშავდა. არეულობა იუვენტუსის ფან ზონაში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, რაც რეალმა იუვენტუსს მესამე გოლი გაუტანა, ფან-ზონაში მაშხალები ააფეთქეს, რასაც პანიკა მოჰყვა. 10-მდე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ჩემპიო...
რუსეთში შელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცმა 8 ადამიანი მოკლა. ინციდენტი რედნიკოს სააგარაკო კოოპერატივში მოხდა. მამაკაცმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ცეცხლი მეზობლებს გაუხსნა. დაღუპულთა შორის 2 ქალია. მკვლელი პოლიციამ უკვე დააპატიმრა.
ლონდონის საავადმყოფოებში 48 დაშავებული მიიყვანეს. ამის შესახებ ქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახური სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 30-მდე დაშავებულის შესახებ. თავდასხმების სწერია ბრიტანეთის დედაქალაქში გვიან საღამოს განხორციელდა. ლონდონის ხიდზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შეიჭრა, შ...
ლონდონის ტერაქტის თვითმხილველებმა ერთ-ერთი თავდამსხმელის ფოტო გაავრცელეს. ტროტუარზე მამაკაცი წევს, რომელსაც სხეულზე საეჭვო ნივთები აქვს მიმაგრებული. სკოტლანდ იარდი ჯერჯერობით არადასტურებს, ფოტოზე ნამდვილად თავდამსხმელია ასახული თუ არა. ლონდონის პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელები ადგილზე იქნენ ნეიტრალიზებულნი. &nb...
ლონდონში მომხდარ თავდასხმებს საფრანგეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. „დღეს, ამ საშინელი ტრაგედიის ფონზე საფრანგეთი ბრიტანეთს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულებთან და მათ ოჯახებთანაა,“-განაცხადა ემანუელ მაკრონმა. თავდასხმები ლონდონის ხიდსა და ბორო მარკეტის რაიონში გვიან ...
ლონდონში მომხდარ თავდასხმებს, რომელმაც, 6 ადამიანი იმსხვერპლა, აშშ პრეზიდენტი გამოეხმაურა. „შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ლონდონსა და გაერთიანებულ სამეფოს დაეხმაროს. ჩვენ თქვენთან ვართ. ღმერთი გფარავდეთ!“-წერს ტრამპი სოციალურ ქსელ "ტვიტერში."
ლონდონში მომხდარ თავდასხმებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. „ჩვენი ფიქრები ახლა იმ ადამიანებთანაა, რომლებიც ამ საშინელი მოვლენების მსხვერპლნი გახდნენ. მომხდარის დეტალებში გარკვევას ვცდილობთ. გამოძიება მალე დასრულდება,“-აღნიშნა ტერეზა მეიმ. თავდასხმები ლონდონის ხიდსა და ბორო მარკ...