სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტი მუსაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ამ დროისათვის საჰაერო რეისები შეუფერხებლად ხორციელდება. სამგზავრო თვითმფრინავი გვიან ღამით საფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროუ...
განგაში დაღესტანში. მახაჩკალის 4 სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ანონიმური ზარი გახდა. პოლიციას ანონიმმა სკოლებში ბომბების არსებობის შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა შენიობებში ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერ აღმოაჩინეს.
ადიგენის რაიონში, დერცელის მთაზე კვლავ ხანძარია. რთული რელიეფის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება ცეცხლის ლოკალიზება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და კვლავ აგრძელებენ. ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 8-10 კილომეტრშია. ...
უჩა ნანუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკვირვებულია. მისი თქმით, საქმის მასალებთან რამდენიმე წლის წინ წვდომა ჰქონდა. ნანუაშვილი არაერთ პროცედურულ დარღვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძე ციხეში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა. „სტრასბურგის სასამა...
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან "ევროპულმა საქართველომ" დევნილებთან ერთად აქცია გამართა. როგორც "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. „სანამ არ შეიკრიბა ასეულობით დევნილი, არ მოვედით აქ და არ მოგვიწია შეჭრა,...
გვანცა ყუფარაძე სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს ეხმიანება და აცხადებს, რომ არ სჯეროდა, თუ შესაძლებელია ასეთი დონის ინსტიტუციის გავლენის ქვეშ მოქცევა, სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ის აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი წააგო და განაჩენის დიდ პალატაში გასაჩივრებას არ აპირებს. "მე არ...
„საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ (GLC) განაცხადა მისი ახალი ბრენდის - „ტურბოს“ აქციის დაწყების შესახებ. ის ვინც, 20 ოქტომბრამდე ისარგებლებს „ტურბოს“ პროდუქტით გადაეცემა სასაჩუქრე ნაკრები, რომელშიც შედის: 60 ლიტრის ოდენობის ავტომობილის საწვავი და ავტომობილის დაზღვევა, ასევე ...
მხოლოდ ორი დღით, 22 და 23 სექტემბერს „ელიტ ელექტრონიქსის“ მომხმარებელს, რობერტ ბოშის იუბილესთან დაკავშირებით საშუალება ეძლევა ბოშის ბრენდის ნებისმიერი, მისთვის სასურველი ტექნიკა თვითღირებულებით შეიძინოს. აქცია მოქმედებს „ელიტ ელექტრონიქსის“ ყველა ფილიალში მთელი სა...
24-30 სექტემბერს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი 24 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, სასტუმრო ოაზისში საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება, სადაც უცხოელი და ქართველი მეცნიერები და დარგით დაინტერესებული ადამიანები მტაცებელ ფრინველებზე დაკვ...
იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო რეფორმა ჩავარდება, უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ვლადიმერ გროისმანმა ტელეკომპანია 112 უკრაინისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „1 ოქტომბრიდან 5 მილიონ 620 ათასმა პენსიონერმა გაზრდილი პენსია უნდა აიღოს. ამის გარანტიას ვიძლევი. თუ ასე არ იქნება, მზად ვ...
ბანგლადეშში მიანმარელ ლტოლვილთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 1 თვის განმავლობაში ქვეყნის საზღვარი 429 ათასზე მეტმა დევნილმა გადაკვეთა. შეტაკებები სახელისუფლო ძალებსა და მუსლიმ როჰინჯებს შორის რაკჰაინის რაიონში 25 აგვისტოს დაიწყო, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლ...
ტაილანდის სამხრეთ ნაწილში გზისპირას დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, მუსლიმი ამბოხებულების მიერ იყო დამონტაჟებული. დაიღუპა არმიის ოთხი რეინჯერი და დაშავდა 6. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას ...
თეირანი სარაკეტო პოტენციალს გააძლიერებს. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა. ”ჩვენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოებას ვაპირებთ. გავაძლიერებთ სარაკეტო პოტენციალსაც. ჩვენი სამშობლოს დასაცავად ვინმეს ნებართვა არ გვჭირდება”, - განაცხადა რუჰანიმ.
ნიუ-იორკში „ემფაია ბილდინგი“ ქარიშხალ „მარიასა“ და მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გაანათეს. მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრას, ოფიციალური მონაცემებით, 286 ადამიანი ემსხვერპლა. კარიბიზ ზღვის კუნძულებზე კი ქარიშხალ „მარიას“32 ადამიანი შეეწირა....
უკვე რამდენიმე საათია, ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონულ სასამართლოში ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე პროცესი გრძელდება. სასამართლო სხდომაზე ჩვენებას უკრაინელი მესაზღვრეები აძლევენ, რომლებიც შეგინის სასაზრვრო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ. საქმეს მოსამართლე იური ...