ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ჩაუყარა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. ზუ...
„ცენტრ პოინტის“ შეჩერებული მშენებლობები, შესაძლოა, სამშენებლო კომპანია m2-მა დაასრულოს. როგორც გურამ რჩეულიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს სწორედ m2-ია. მისი განცხადებით, „ცენტრ პოინტმა" რამდენიმე მსხვილ სამშენებლ...
2017 წლის 21 აგვისტოს, 23:00 საათიდან მიმდინარე წლის 15 სექტემბრის 08:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, საავტომობილო მიმოსვლა დროებით ორმხრივად შეიზღუდება ა. წურწუმიას ქუჩაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს ავ...
ხაშურში, კავშირგაბმულობის ძველ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძარი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 20 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ცეცხლი გავრცელებულია 150 კვადრატულ მეტრზე.
ანტალია-ქემერის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსეთისა და ირანის მოქალაქეებიც დაშავდნენ. ინციდენტი დღეს დილით მოხდა. ნაწვიმარ ტრასაზე ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტობუსი საგზაო ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა. ...
გორში კატა ტირის თოფით აწამეს. როგორც კლინიკა "მარკოში" აცხადებენ, კატას ტირის თოფის ტყვია ძვლამდე ჰქონდა დასული, კუდზე კი, ქვები ჰქონდა მიბმული. ერთ-ერთი ექიმის ინფორმაციით, კატების წამების შემთხვევები ხშირია.„ზოგადად, კატების წამები ძალიან ხშირია, განსაკუთრებით ზაფხულში. ბავშვებისთვის ტირი...
მორიგი ინციდენტი ევროპაში. მარსელში ავტომანქანა ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ მოქალაქეებს დაეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ავტომანქანის მძღოლი პოლიციამ დააკავა. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
ფინეთის ქალაქ ტურკუში ტერორისტული აქტი 18 წლის აბდერრაჰმან მეშკაჰმა განახორციელა. ამის შესახებ ფინეთის პოლიცია იტყობინება. თავდასხმა ტურკუს ცენტრში 18 აგვისტოს განხორციელდა. ახალგაზრდა მაროკოელმა დანით 8 ადამიანი დაჭრა.
თურქეთში კიდევ ერთი რუსი ტურისტი დაიღუპა. 62 წლის მამაკაცმა პლიაჟზე ფრენბურთის თამაშისას გონება დაკარგა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში თურქეთში 5 რუსი ტურისტი გარდაიცვალა.
21 აგვისტოს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის ფარგლებში თბილისს ჩინეთის განსუს პროვინციიდან 80-მდე ბიზნესმენი ეწვია. ბიზნეს-ფორუმი ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის...
შეერთებული შტატები რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს. ამის შესახებ რუსეთში ამერიკის საელჩო იტყობინება. „რუსეთის ფედერაციის მიერ ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომლების შემცირების გამო 23 აგვისტოდან რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდება. 1 სექტემბ...
ხაშურში, კავშირგაბმულობის ძველ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20 მაშველ-მეხანძრე მუშაობს. ცეცხლი გავრცელებულია 150 კვადრატულ მეტრზე. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
ბარსელონას ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი იანეს აბუიაკუბი შესაძლოა საფრანგეთში გაქცეულიყო. ამის შესახებ კატალონიის პოლიციის უფროსმა ხოსეპ ლუის ტრაპერომ განაცხადა. „დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ვეჭვობთ, რომ ის საფრანგეთის ტერიტორიაზე გადავიდა,“-აღნიშნა ტრაპერომ. მასშტაბური ტერორ...
რაფაელ ნადალი კვლავ მსოფლიოს პირველი ჩოგანია. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ახალი რეიტინგი დღეს დილით გამოქვეყნდა. ენდი მარეიმ პირველიდან მეორე ადგილზე ჩამოინაცვლა, როჯერ ფედერერი კი მესამე პოზიციაზეა. მარეი და ფედერერი რეიტინგში ტრავმების გამო ჩამოქვეითდნენ. მათ ცინცინატის ტურნირი გამოტოვეს. ...
ისნის ბაზრობაზე დამწვარი ობიექტების აღწერა მიმდინარეობს - ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, მისი ზარალის ოდენობა 20-25 ათას ლარს აღწევს. ამ ეტაპზე ბაზრობაზე დაახლოებით ხუთი მაღაზიაა აღწერილი. შეგახსენებთ, რომ ხანძარი ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრობა...