ჟურნალმა Forbes-მა რუსეთის ყველაზე მდიდარი ოჯახების სია გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილს გუცერიევების ოჯახი იკავებს. მათი ქონება 9,91 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მეორე ადგილზე 4,2 მილიარდით როტენბერგების ოჯახია, მესამე პოზიციაზე კი 2,7 მილიარდით ანანიევების ოჯახი გავიდა.
უკრაინელმა მოკრივემ ვლადიმერ კლიჩკომ წიგნი გამოსცა. პრეზენტაცია 29 აგვისტოს ბერლინში გაიმართა. კლიჩკოს ნაშრომი Challenge Management გერმანულ ენაზე გამოიცა. 41 წლის მოკრივემ სპორტული კარიერა უკვე დაასრულა. ის კორპორატიულ დიზაინში აპირებს მუშაობის გაგრძელებას.
1-7 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში, გაიმართება რიგით მე-7 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი”, რომელსაც პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენლები დაესწრებიან და დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალებსა და მექანიზმებს გააცნობენ. ფესტივალმა, რომე...
მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ფრანგი ანჟელიკ დიუშმანი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. სპორტსმენმა ვარჯიშის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მაისში დიუშმანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქტომბერში მორიგი ორთაბრძოლისთვის ემზადებოდა.
კიევში რუსი ჟურნალისტი გაიტაცეს. ამის შესახებ სააგენტო ,,რია ნოვოსტ" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ანა კურბატოვა დღეს დილით გაუჩინარდა. ორი დღის წინ რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი უკრაინულ საიტ „მირატვორეცის“ ბაზაში მოხვდა. ის ტენდენციური სიუჟეტების მომზადებაში დაადანაშაულეს. სხვა დეტალები ჯერჯერობ...
ქედაში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში პირველი აგროპედია დამონტაჟდა. აგროპედია წარმოადგენს აგრო-ბიბლიოთეკას, რომელიც მოთავსებულია ე.წ. თაჩ სქრინში, სადაც მოცემულია 1000-მდე სტატია და მასალა სხვადასხვა აგრო ღონისძიებისა თუ სერვისის შესახებ. იგი საპილოტე-სადემოსტრაციო პროექტია, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში დამონტაჟდებ...
აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძ...
თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად პირველი სექტემბრიდან საბუთების მიღებას იწყებს. სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო...
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია (NDI) საქართველოში 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. გრძელვადიანი დელეგაცია უკვე თბილისშია. მისია 15 საერთაშორისო დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს, საარჩევნო ექსპერტებსა და რეგიონის სპეციალისტებს წარმოადგენენ....
იაპონიას ოფიციალური ვიზიტით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ტერეზა მეი იაპონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის საკითხს განიხილავს. იაპონია ბრექსიტისა და სავაჭრო ურთიერთობებში მოსალოდნელი ც...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 40კმ-ზე მდ. ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე ორივე მი...
ირანის პრეზიდენტმა საუდის არაბეთი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის მიზეზი საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გახდა. კოალიციური ჯარები იემენის სამოქალაქო ომში 2015 წელს ჩაერთვნენ. კოალიციამ მხარი იემენის სამთავრობო ძალებს დაუჭირა ირანის მოკავშირე ხუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ....
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია ერთ ჰექტრამდე ტერიტორია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი ბალახს უკიდია. მათივე ინფორმაციით, ხანძრის ადგილი დასახლებულ პუნქტთან მოშორებულია და ის მიუდგომელია. სოფელ რუისპირში 3 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალი...
ესპანეთში ტრადიციული ტომატინას ფესტივალისთვის უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. პოლიციელები ფესტივალის მონაწილეებს საგულდაგულოდ ჩხრეკენ. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კატალონიის ტერაქტების შემდეგ ნებისმიერ ხალხმრავალ ღონისძიებაზე განგაშის მეოთხე ნიშნულით გათვალისწინებული ნორმები იმოქმედებს. პომიდვრების &nb...
სესხის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყველა kredit ხვდება პრობლემური სესხების სიაში. აღნიშნული ფაქტი მოვალეებს ხშირად უქმნის პრობლემას და ამ პრობლემის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახლავთ ის, რომ მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ. სწორედ ამიტომ, vivus ge -ს ბლოგმა გადაწყვიტა რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგცეთ სპე...