საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ 50 წლის გენადი ბესტაევს ცხინვალის დეფაქტო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი 7 თებერვალს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის ოკუპირებულ სოფელ ხელჩუას სიახლოვეს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი განმარტავს, რომ ვინაიდ...
ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრი მაისში გაიხსნება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2017 წლის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა. იზორიას თქმით, მშენებლობისთვის 18 მილიონამდე ლარია განსაზღვრული. "2017 წელს 2 მილიონი ლარი მივ...
უმაღლეს რადაში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის ახლანდელი თავმჯდომარე სერგეი პაშინსკი და დეპუტატი ვლადიმირ პარასიუკი 2014 წლის თებერვალში კიევის მაიდანზე პირადად მონაწილეობდნენ ადამიანების მკვლელობაში, - „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქართველმა სნაიპერმა ალექსანდრე...
2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 815.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 222.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 593.6 მლნ. აშშ დოლარი (18.1 პრო...
საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა, რომ პროცესი ზედმიწევნით სამართლიანი უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის და ყველა მოქალაქის მიმართ. ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ იგი გახდეს ძლიერი დემოკრატიის ქვეყანა, თუმცა სხვა კუთხით ნებისმიერი გადაწყვეტილება ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობა უკანონო ხე–ტყის ჭრაზე სანქციებს ამკაცრებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება საქართველოს პარლამენტში უკვე განხორციელდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს და პასუხისგებაში სამი პირი - ორი კომპანიის დირე...
ავიაკომპანია Emirates-მა კონცერნ Airbus-თან 20 ერთეული А380-ის და 16 ერთეული სხვა მოდელის თვითმფრინავის შეძენაზე კონტრაქტი გააფორმა მხარეებს შორის კონტრაქტი მსოფლიო სამიტის ფარგლებში გაფორმდა, რომელიც დუბაიში 12 თებერვალს გაიხსნა. გარიგების ღირებულება 16 მლრდ დოლარია. დღეისათვის ავიაკომპანია Emirates-ის ფლოტი 101 ერთეულ Airbus А38...
ზამთრის ოლიმპიადაზე დოპინგის მიღების პირველი შემთხვევა გამოავლინეს. CNN-ის ინფორმაციით, 21 წლის იაპონელი სპორტსმენმა კეი საიტომ დოპინგ-ტესტზე დადებითი შედეგი აჩვენა. მის ორგანიზმში აკრალული პრეპარატი აღმოაჩინეს, რომლის სახელი არ კონკრეტდება. სპორტსმენი სამხრეთ კორეას დღეს დატოვებს. მანამდე კი აცხადებს, რომ დოპინგ-ტე...
"პოსტსაბჭოთა ქვეყანა, კინომწარმოებლებს განსხვავებულ, ამოუცნობ და ეგზოტიკულ ლოკაციებს სთავაზობს“ - ამ სათაურით ამერიკულმა გამომცემლობამ Variety, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კინოგადაღების ლოკაციად აღიარა და მისი პოტენციალის შესახებ მნიშვნელოვანი სტატიაც კი მოამზადა. „სა...
რუსთავში, გვიან ღამით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მძიმედ დაშავდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “რუსთავში" გადაიყვანა. დაშვებულს ოპერაცია ჩაუტარდა, როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა სტაბილუ...
თავდაცვის მინისტრი დღეს პარლამენტს 2018 წლის ანგარიშს წარუდგენს. ლევან იზორია უკვე მივიდა საკანონმდებლო ორგანოში. მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში უკვე მოხდა ოპტიმიზაცია, რის შემდეგაც ადმინისტრაციული და სახელფასო ხარჯი 65%-დან 53%-მდე შემცირდა. ,,ჩვენ ოპტიმიზაცია დავიწყეთ იმ მიზნით, რომ...
„რა თქმა უნდა უკრაინაში დავბრუნდები, აუცილებლად ვიპოვი გზას უკან დასაბრუნებლად“, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხ ZIK-ისეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ამჯერად უკრაინაში ლეგალური გზით აპირებს შესვლას. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ...
12 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 62.59 (-0,20) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantil...
სამხრეთ აფრიკაში ლომებმა ბრაკონიერი შეჭამეს. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა კრიუგერის ეროვნულ პარკში მოხდა. კაცის ცხედრის ნაწილები, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, პარკთან ახლოს იპოვეს. "როგორც ჩანს, მსხვერპლი პარკში უკანონო ნადირობას ეწეოდა, სადაც მას ლომები დაესხნენ თავს. ცხოველებმა ის მთლიანად შეჭამეს. მხოლოდ თავ...