სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან პატრულირების გრაფიკი და სამოქმედო არეალი შეიცვალეს. ეს გადაწყვეტილება მათ შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. კერძოდ, რისკების გათვალისწინებით და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, 3-კაციანი ჯგუფები დილის 6-დან საღამოს 8 საათამდე ყარა...
დიდ დიღომში მშენებარე კორპუსში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილას შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა მუშაობა დაასრულეს. პირველადი დასკვნის თანახმად, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. „პირველადი დათვალიერებით დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები. არ იყო გათვალისწინებული და დაცული კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. რაც შეეხება ...
გვალვისა და ქვეყანაში წყლის რესურსების დაზოგვის გამო, რომის პაპმა ვატიკანში 100 შადრევნის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის ორი ბაროკოს ღირშესანიშნაობას მიეკუთვნება. ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენლის გრეგ ბურკეს თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იძულებულები გახდნენ, შადრევნები დაეკეტათ. ...
35 წლის მამაკაცი, რომელსაც რუსთავში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ იაღლუჯის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი ნახეს. გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ალიკა ბელიანცი სახლიდან 12 ივლისს გავიდა.
25 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.3987 ლარი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7945 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7938 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.07 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6733 ლარს შ...
„პოლიციამ პროფესიონალურად იმუშავა და შეადგინა ოქმი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აცნობიერებს, რომ წინდაუხედაობა გამოიჩინა, კანონი დაარღვია, რაზეც სამართალდამცველე...
აშშ-ის წამყვანმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ბობ კორკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას გულისხმობს, ჯერ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული. ,,რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, მიუხედავად ადრინდელი განცხადებებისა, რომ ორპარტიული შეთანხმება დოკუმენტის შესახებ მიღწეულ იყო. ...
ბავშვთა სამყაროს ხანძრისას დაზარალებული ჯული ელიავა, პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა. ის უკვე მეორე დღეა შიმშილობს. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მოშიმშილემ ექიმების დახმარებაზე უარი განაცხადა, ის საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ. აქციის მონაწილეების თქმით, ქა...
20 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 2013 წელს ჩადენილ დანაშაულებში - ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჩ. დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.აღნიშნულ გაადწყვეტილებას ბრალდებული და მისი...
„ზოგადად, გამოცდები სტრესთან არის დაკავშირებული და ყველა ადამიანი სტრესის ქვეშ ვერ აღწევს სასურველ შედეგს“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ეროვნულ გამოცდებზე არსებული პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობს. მინისტრის თქმით, საზღვარ...
მორიგი სკანდალი და სირცხვილი - ასე აფასებს ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ევროსასამართლოს მიერ მოსამართლეთა კანდიდატების დაწუნებას. ,,დღეს იუსტიციის მინისტრი შეეცადა, რომ საზოგადებისთვის წარმატებად გაესაღებინა მორიგი სკა...
2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველო საპატიო სტუმარის სტატუსით წარსდგება. ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, ჩვენი ქვეყნის მიზანია გააცნოს მსოფლიოს ქართული ლიტერატურისა და კულტურის საერთაშორისო მნიშვნელობა და აქტუალობა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, გამოეხმაუ...
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე მეგრელიშვილი, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეწვია. მინისტრის მოადგილე, სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ვახტანგ ჭეიშვილთან და ლაშა ფირცხალავასთან ერთად, პალატის ხელმძღვანელს თამაზ ...
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვას. კომიტეტისმორიგი სხდომა ხვალ, 26 ივლისს, ბათუმში გაიმართება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პრესკონფერენციას გამართავს. შეხვდება აჭარის რეგიონ...
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, კონსტიტუციის დღე, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ამ დოკუმენტის მნიშვნელობას. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ყოვლისმომცველ ღონისძიებებს გეგმავს. „თქვენ იცით, საქართვე...