წელს პირველად, თბილისის, რიგით 21-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი, შემოდგომის ნაცვლად, გაზაფხულზე ჩატარდება. ფესტივალი 28-30 აპრილს გაიმართება და ტრადიციულად, ჯაზის მოყვარულებს მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს შესთავაზებს; მათ შორის არიან - “Miles Electric Band” - სპეციალური სტუმარი რ...
კახეთს არა აეროპორტი, არამედ გომბორის გვირაბი ჭირდება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე აღნიშნა.მისი თქმით, გომბორის უღელტეხილის ქვეშ დაგეგმილი გვირაბის არსებობის შემთხვევაში, თბილისიდან თელავამდე მგზავრ...
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროდან დაღუპული მუშა ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცი ნანგრევებში 3 კილომეტრის სიღრმეზე იყო მოყოლილი. ცნობისთვის, შუქრუთის მაღაროში გვირაბი გამთენიისას ჩამოიშალა, რასაც 45 წლის ზაზა აბრამიშვილი ემსხვერპლა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სიანიანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სიანიანის თავისუფალი სავაჭრო სივრცის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ორმხივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საუბარ...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალა ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ზურაბ პატარაძე და ლაშა კომახიძე ჰუბეისპროვინციის ქალაქ სიანიანის მუნიციპალური მთავრობის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას სიანიანის მუნიციპალური მთ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, მტირალას ეროვნულ პარკში, მარტვილის კანიონში და პრომეთეს მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც ახალი ეკოტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრის მოადგილე და...
ავიაკომპანია Georgian Airways-მა ხარკოვის მიმართულებით ფრენების დაწყება გადაავადა. როგორც ავიაკომპანიის პრესსამსახურში განმარტავენ, Georgian Airways-ი თბილისი-ხარკოვი-თბილისის ავიარეისების განხორციელებას მაისიდან განაახლებს და კვირაში 2 სიხშირით იფრენს. ერთ-ერთი უკრაინული სააგენტოს ...
ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში, შეუძლია ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორი...
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაში წერია, ამ დროისთვის ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 45 წლის ზაზა აბრამიშვილის ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ. "...
ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი, ქნესეთში მოქმედი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ისრაელის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს ძლიერი ლობისტი ხილიკ ბარი თბილისს საუკეთესო ადგილად მიიჩნევს მშვიდობისა და თანამედროვე მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხებზე ფორუმებისთვის. მისი თქმით, საქართველო, კერძოდ მისი დედ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 – 27 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლთ საქართველოს ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება....
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოავლინეს. ხონის, წყალტუბოს, ბაღდათის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების მძღოლებმა, დასავლ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ...
რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ რეგიონის საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათი თქმით, ადგილზე 53 ცხედარი იპოვეს. ცნობისთვის, ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარი გუშინ გვიან გაჩნდა. ბოლო ოფიციალურ...
ჭიათურის შუქრუთის მაღაროში ნგრევის შედეგად დაღუპული მუშის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ. საქართველოს მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარის, ამირან მაჩიტიძის ინფორმაციით, მადნის მოპოვების სამუშაოების შესრულებისას ჭერის ნაწი...