ავიაკომპანია Georgian Airways-მა ხარკოვის მიმართულებით ფრენების დაწყება გადაავადა. როგორც ავიაკომპანიის პრესსამსახურში განმარტავენ, Georgian Airways-ი თბილისი-ხარკოვი-თბილისის ავიარეისების განხორციელებას მაისიდან განაახლებს და კვირაში 2 სიხშირით იფრენს.
ერთ-ერთი უკრაინული სააგენტოს ინფორმაციით კი, რიგმა ავიაკომპანიებმა უკრაინის რეგიონების მიმართულებით ფრენებზე უარი თქვეს.
მათივე ინფორმაციით, Georgian Airways-მა გადაწყვიტა აღარ გაუშვას ადრე დაანონსებული თბილისი-ხარკოვის ავიარეისი, რომელის დაწყებაც ავიაკომპანიას 6 აპრილიდან ჰქონდა გადაწყვეტილი.
შეგახსენებთ, რომ ხარკოვის მიმართულებით Georgian Airways-ი ფრენებს 2009 წლის აპრილიდან 2013 წლის მაისამდე ახორციელებდა.