თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან ამ ეტაპზე, ოთხის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მათ შორის არის ასაკოვანი ქალბატონი.
"თითოეული მათგანის მდგომარეობა არ შეცვლილა ჯერჯერობით. ამ 4 პაციენტიდან ორი პაციენტი განსაკუთრებით მძიმეა, ერთი პაციენტი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად. ასაკოვანი ქალბატონია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, ჯერჯერობით, ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა დასტაბილურებულა. ამიტომ პროგნოზებზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.