10 დეკემბერს, 11:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CDA) და ჩეხეთის საბაჟო უწყების მხრდაჭერით განხორციელებული პროექტის - „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“ დახურვის ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას გახსნის და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.
ამასთან, შეხვედრას ჩეხეთის განვითარებისა და ჩეხეთის საბაჟო უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა დაესწრება.