დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგება.
თემთა პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ბერკოუმ აღნიშნა, რომ მისი 10-წლიანი მუშაობის ვადა დასრულდა და ამ პოსტზე მუშაობა იყო "უდიდესი პატივი და პრივილეგია".
აღსანიშნავია, რომ ჯონ ბერკოუ ბრექსიტის მოწინააღმეგეა, რამაც, როგორც ბრიტანული მედია წერს, შესაძლოა გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინოს ევროკავშირის საკითხებზე მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
"ბერკოუს მოულოდნელ და ემოციურ სიტყვას, ფეხზე წამოდგომითა და ოვაციებით შეხვდნენ ლეიბორისტი დეპუტატები, ხოლო კონსერვატორების უმრავლეობა ადგილზე დარჩა", - წერს BBC.
თემთა პალატის სპიკერის თანამდებობას ის 2009 წლიდან იკავებს.
სპიკერი თემთა პალატა დეპუტატების უმრავლესობის მიერ ფარული კენჭისყრით აირჩევა. ტრადიციულად სპიკერის როლს მონაცვლეობით იკავებენ ორი წამყვანი პარტიის წარმომადგენლები, თუ ეს ტრადიცია შენარჩუნდება, შემდეგი სპიკერი შესაძლოა ლეიბორისტული პარტიიდან იყოს.
ბერკოუს მემკვიდრედ სპიკერის მოადგილე ლინდსი ჰოილი და ჰარიეტ ჰარმანი, ლეობირისტების ლიდერის ყოფილი მოადგილე, მოიაზრებიან.
ჯონ ბერკოს სიტყვით გამოსვლას პარლამენტის დარბაზში მისი მეუღლეც ესწრებოდა.
ფოტო: Dan Kitwood/Getty Images