თარიღი    დრო

აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ აფგან მუხტარლი სამთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 17:17 06.06.2017 833

აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ადვოკატის შუამდგომლობა და ის სამთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას მუხტარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. 31 მაისს კი, აზერბაიჯანის სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.

როგორც ჟურნალისტის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს საქართველოდან აზერბაიჯანში გადაყვანისას თავზე ტომარა ჩამოაცვეს. 

სოლიდარობის ნიშნად, დღეს ქართველმა ჟურნალისტებმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე თავზე სიმბოლურად პოლიეთილენის პარკები ჩამოიცვეს და ხელში ბანერები დაიკავეს, წარწერით:"გაათავისუფლეთ აფგანი!"

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%