თარიღი    დრო

სომხეთის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე განსახილველად მთიანი ყარაბაღის საკითხი არ შეიტანა

საქართველო, თბილისი - 17:47 05.05.2016 18465

10 მაისს დანიშნული სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კანონპროექტზე, მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, არ იმსჯელებს. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში მთავრობის მიერ მოწონებული კანონპროექტი არ მოხვდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომაზე 15 საკითხს და 4 საერთაშორისო შეთანხმებას განიხილავენ, თუმცა დღის წესრიგის ჩამონათვალში საკითხი მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ არ არის.

შეგახსენებთ, რომ  სომხეთის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

შესაბამისი კანონპროექტი სომხეთის მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ კოჩარიანმა წარადგინა.

თავდაპირველად დაანონსდა, რომ კანონპროექტის განხილვა, 10 მაისს გასამართ სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოხდებოდა.

”მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარება განპირობებულია სომხეთსა და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას შორის საკითხის განხილვის შედეგებით, შემდგომი განვითარების (რეგიონში არსებული სიტუაციის), მათ შორის გარე ფაქტორებით”, - განაცხადა კოჩარიანმა.

კანონპროექტი სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების ”მემკვიდრეობა” და ”სომხეთის ეროვნული კონგრესი” დეპუტატებმა ზარუი ფოსტანჯიანმა და გრანტ ბაგრატიანმა მოამზადეს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%