თარიღი    დრო

კახაბერ საკანელაშვილი: Money Movers-ი პირველი მსხვილი აგრეგატორია საქართველოში

საქართველო, თბილისი - 12:26 10.27.2015 3753

21-ე საუკუნეში მომსახურების ან პროდუქციის მისაღებად მომხმარებელი სულ უფრო მეტად იყენებს ინტერნეტს. ამას ითვალისწინებს მაღაზიაც და სხვადასხვა ელექტრონული საშუალებით, საკუთარი მომსახურებისა თუ პროდუქციის გაყიდვის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ზრდის ინვესტიციას, რომლის დიდი ნაწილი გადახდის მეთოდების ინტეგრაციასა და შემდგომ მათ მომსახურებას ხმარდება.

იმისათვის რომ მაღაზიამ მოიცვას პოტენციური მომხმარებლების სრული სპექტრი, ელექტრონულმა მაღაზიამ საჭიროა განახორციელოს გადახდის მეთოდების ფართომასშტაბური ინტეგრაცია, რაც, თავის მხრივ, დროსა და დამატებით ხარჯს მოითხოვს.

კომპანია Money Movers–მა შექმნა სისტემა Money Movers Payment Acceptance System, რომელიც მაღაზიებს საშუალებას აძლევს საკუთარ ელექტრონულ მაღაზიაში მხოლოდ ერთი ინტეგრაციით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 170–მდე გადახდის მეთოდი მიიღოს. ეს ნიშნავს, რომ MMPAS–ის ჩართვით მაღაზია მომხმარებელს მომენტალურად სთავაზობს გადახდას ყველაზე მისაღები და სასურველი გზით.

კახაბერ საკანელაშვილი (კომპანია Money Movers-ის დამფუძნებელი): ჩვენ შევქმენით მანი მუვერს მერჩანტ სისტემა, რომელიც არის ერთიანი გადახდის სისტემა. როცა მოდის მაღაზია, ჩვენთან აფორმებს კონტრაქტს და ჩვენ ერთიანად მათ სატზე ვაკეთებთ ყველა გადახდის მეთოდის ინტეგრაციას. ანუ მაღაზიას ურთიერთობა აქვს ერთ იურიდიულ კომპანიასთან და შესაბამისად ერთი ინტეგრაციის პროცესში ყველა გადახდის მეთოდი აქვს საიტს.

კომპანიაში განაცხადეს რომ ამ სისტემის შექმნის შემდეგ მაღაზიებს ცალ-ცალკე გადახდის მეთოდების გამოყენება აღარ დასჭირდებათ.

კახაბერ საკანელაშვილი (კომპანია Money Movers-ის დამფუძნებელი): აქ არ არის მხოლოდ ქართული გადახდის მეთოდები, არის რუსული ტერმინალი, უცხოური საგადახდო სისტემები. ფაქტიურად ამ ერთი ინტეგრაციით მთელ მსოფლიოში თუ რაიმე პოპულარული საგადახდო არხი არის, ამით გადახდის მიღებას საიტი შეძლებს. მერჩანტი, მაღაზია თვითონ წყვეტს ამ ჩამონათვალიდან რომელი არხების ჩართვა უნდა.

Money Movers Payment Acceptance System–ი შექმნილია ბაზარზე დღეს არსებული მოთხოვნების შესაბამისად, თანამედროვე სტანდარტებისა თუ დაცვის სისტემების გამოყენებით.

კომპანია "Money Movers"-ი 2009 წელს დაარსდა და ერთ–ერთი პირველი ორგანიზაცია გახდა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: ინტერნეტკომერცია, ინტერნეტმარკეტინგი, საშუამავლო საქმიანობა ინტერნეტკომერციაში, საგადახდო მომსახურება და ა.შ.

ყველაზე მსხვილი აგრეგატორი საქართველოში, ყოველწლიურად 40-60 მილიონი ტრანზაქციას ახორციელებს. კომპანია "SMARTEX HOLDING"–ის წევრია, რომლის 21%-იან წილს საქართველოში ერთ–ერთი მსხვილი ბანკი – "Liberty Bank" ფლობს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%