14 მაისს, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ ჰიმსკერკი (Frank Heemskerk) ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს და მიულოცა ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება 2014-2017 წლებისთვის მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის დამტკიცების შესახებ. ...
15 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის შემოქმედებითი კოლექტივების საანგარიშო კონცერტი იგეგმება. ღონისძიება ადმინისტრაციულ კორპუსში, მე-3 სართულზე, დიდ დარბაზში ტარდება. შეგახსენებთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელა, ფოლკლორული...
საქართველოში ლიტვური პოეზიის ფესტივალი "პოეზიის გაზაფხული" ტარდება. 16 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრში "პოეზიის დღესასწაული" მოეწყობა. ღონისძიება ლიტვური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში ტარდება. 19:00 საათზე კი მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. 13) კრებულის - ...
ხვალ, 15 მაისს, 12:00 საათზე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი თამარ რუხაძე და ქარტიის წევრები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავენ. შეხვედრას ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები დაესწრებიან. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეიქმნა 2009 წლის 4 დეკემბერს, ...
სლავიანკის ე.წ. სახალხო მერი ვიაჩესლავ პონომარიოვი აცხადებს, რომ წუხელ სლავიანსკთან სეპარატისტებსა და უკრაინელ ძალოვნებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. პონომარიოვის ინფორმაციით, აღნიშნული შეტაკებების შედეგად დაღუპულია ტვა უკრაინელი სამხედრო და დაჭრილია შვიდი...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შს მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს პარლამენტში ისევ იბარებს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ღვინიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე შს მინისტრი "უპასუხისმგებლო და აბსურდული" განაცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. "კრიმინოგენულ მდგო...
დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის მართლაც იყო ცეკას ინსტრუქტორი, თუმცა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრობლემები არასოდეს შეუქმნია. "ჩემს ბიოგრაფიაში იყო ისეთი ეპიზოდი, როცა ცეკას ინსტრუქტორი ვიყავი, მაგრამ ...
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა სეიხან მუაზევი პარლამენტში გარანტიების მიღების მიზნით მიიყვანა, თავად კი პალრამენტის პლენარულ სხდომაზე მასთან დაკავშირებული ისტორიის დეტალები წაიკითხა. "მას სურს, პარლამენტისგან მიიღოს პასუხი, რატომ აქცია იგი ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანაში პატიმრად, რატომ ა...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი 27 ივნისს მოეწერება. ასევე იმსჯელეს იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც დოკუმენტის გაფორმების შემდეგ უნდა შ...
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს აცნობა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელსეკრულებას ხელი 27 ივნისს მოეწერება. "ჩვენ ამ ვალდებულებებს აუცილებლად შევასრულებთ, მაგრამ ამავე დროს, ეს არ არის ცალმხრივი ვალდებულება. დარ...
დაკარგული ავიალაინერის მოსაძებნად ავსტრალიის მთავრობა 90 მლნ ავსტრალიური დოლარის (84 მლნ დოლარი) დახარჯვას აპირებს. როგორც ცნობილია ავსტრალია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს 8 მარტს გაუჩინარებულ Malaysia Airlines -ის ლაინერს, რომელიც ბოლო ვერსიით ინდოეთის ოკეანეში ჩაიკარგა. როგორც ცნობილია ბორტზე 239 ადამიან...
15 მაისს, 20:00 საათზე, „თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისში გაიმართება თვითნასწავლი ნოვატორის, გიორგი ქვარიანის მიერ საქართველოში შექმნილი, სრულიად განსხვავებული და შთამბეჭდავი დიზაინის მქონე ავტომობილის პრეზენტაცია. ავტომობილი QVR ფუნქციონალურად დახვეწილია და დიზაინით არ ჩამოუვარდება მსოფლიო მოდელებს. 23 წლის გიორგი ქვარია...
18 მაისს, 19:00 საათზე, თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში გაიხსნება ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის პაულ კოლნიკის ფოტოგამოფენა- "ბალანჩინი: მუდმივად აწმყოში". კოლნიკი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ბალანჩინთან და იღებდა "ნიუ იორკ სითი ბალეს" რეპეტიციებს და სპე...
14 მაისს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საგარეო საქმეთა კომიტეტებში „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს კან...
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება თავისი პოლიტიკით სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნდამენტურ საფუძვლებს სერიოზულ ზიანს აყენებს. გივი თარგმაძემ დღევანდელ ბრიფინგზე იმ პირებზე ისაუბრა, რომელიც, მისი აზრით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყვნენ მსჯავრდებულები და ხელ...