უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ძალიან ბევრი დრო ევროინტეგრაციის გზაზე დაიკარგა სწორედ იმის გამო, რომ ევროკავშირი უკრაინას პირობებს უყენებდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„დრო რომ არ დაეკარგათ და ორი-სამი წლის წინ რომ ეთქვათ, მოდით ხელი მოვაწეროთ, მე თვალდახუჭული მოვაწერდი ხელს და კითხვებიც არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ყველა პირობებს, პირობებს , პირობებს გვიყენებდა... რატომ არ ლაპარაკობდნენ სიმართლეს, სიმართლე ხომ უნდა ითქვას და მას თვალებში უნდა ჩახედო. სიმართლე კი დანაშაულებების გამო უნდა თქმულიყო. თქვენ მიგაჩნიათ, რომ უკრაინის ბიუჯეტიდან თანხების დატაცება დანაშაული არ არის?", _ იკითხა იანუკოვიჩმა.