სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
მინისტრი ხმა მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტბეთან განმარტა მან მხარი ქვეყნის ნათლე მომავალს დაუჭირა.
,, საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროპისკენ და ევროატლანტიკური სივრცისკენ ინტეგრაციის თვალსაზრისით, რადგან საქართველო არჩვენას გააკეთებს მომავალი თაობებისთვის, ევროპული მომავლისთვის, გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის", _განაცხადა პეტრიაშვილმა.