ამ დროისათვის საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, რომელიც საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად გამოცხადდა. როგორც ბაქრაძემ განმარტა, მანდ ხმა ქვეყნის უკეთეს მომავალს მისცა.
"ძალიან კარგი განწყობა მაქვს. ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ და უკეთეს მომავალს, ხმა მივეცი შესრულებულ დაპირებებს და ხალხის უკეთესად ცხოვრებას, ხმა მივეცი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს ევროპულ არჩევანს", - გნუცხადა დავით ბაქრაძემ.