საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ მთავრობას წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი ელის. როგორც სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განმარტა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ახალი კონსტიტუცია შემოდის რის შემდეგ პარლამენტი მთავრობის მუშაობაში აქტიურად ჩაერევა, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო.
,,საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებით ცხოვრება ნამდვილად არ მთავრდება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ახალი კონსტიტუცია შემოდის და მთავრობას კიდევ ვერ გაუაზრებია რამდენად დაცული იყო ის ბოლო წელიწადს, რადგან ჯერ კიდევ საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო, მე მათ მთელი უფლებამოსილება გადავეცი და პარლამენტი მათ საქმიანობაში აქტიურად ვერ ერეოდა. ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ კი პარლამენტი ყოველდღიურად უმრავლესობა, უმცირესობაც და ყველა ჯგუფი ჩაერევა მთავრობის საქმიანობაში, რაც საქართველოში აქამდე არ ყოფილა. წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი ელის ამ მთავრობას კონსტიტუციური ფარგლებია ასეთი და შემდეგ მთავრობას, რომელიც მოქმედს დარწმუნებული ვარ მალე შეცვლის", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.