ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 26 წევრისაგან შემდგარი დელეგაცია, მარიჩელ მატეუ პის (ანდორა, ALDE) ხელმძღვანელობით, საქართველოს 25-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით ეწვევა, რათა დააკვირდეს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.
27 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებამდე დელეგაცია შეხვდება საარჩევნო კანდიდატებს, იუსტიციის მინისტრს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, და ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.
ვიზიტის დროს სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციას გასწევს ვენეციის კომისიის -სამართლებრივ საკითხებში ევროპის საბჭოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის - წევრი.