საქართველოს ელჩმა იტალიაში, კარლო სიხარულიძემ, 23 ოქტომბერს, იტალიის სენატში შეხვედრა გამართა ეუთოს, ნატოს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეებში იტალიის დელეგაციების წევრებთან. შეხვედრას უძღვებოდა სენატორი პაოლო რომანი, რომელიც 17 ოქტომბერს დაინიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელად.
შეხვედრაზე საქართველოს საგაგნგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის სენატის წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. კარლო სიხარულიძემ სენატორებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები