,,ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში კარნეგის მშვიდობის ფონდის ექსპერტი ტომას დე ვაალი, აცხადებს, რომ ვილნიუსის მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით, საქართველო, სომხეთთან და უკრაინასთან შედარებით, კარგ სიტუაციაშია.
მისივე განმარტებით რუსეთმა უკვე გამოიყენა თავისი წნეხი ხაქართველოზე- სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში. რუსეთი ამაზე მეტს ვერაფერს ვეღარ გააკეთებს და შესაბამისად, თბილისმა უნდა გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ.
შეგახსენებთ, რომ ვინიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება, სადაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება უნდა მოხდინოს.