საქართველოში ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ისინი არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს ორშაბთას, 28 ოქტომბერს წარმოადგენენ.
,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს საქართველოში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. მოხარულები ვართ, რომ იმ არჩევნებზე ჩამოვედით, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ გვსურს, დავადასტუროთ, რომ ის მართლაც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება. შევხვდებით სხვადასხვა პარტიის წევრებს, რომლებიც საარჩევნო კომისიებში არიან. დელეგაცია განაწილდება სხვადასხვა რეგიონში და ორშაბათს უკვე გავაკეთებთ განცხადებას. საქართველო, რეგიონში თავისუფლების მაგალითი გახდა და ის მაგალითს აძლევს დსთ-ს სხვა ქვეყნებსაც. საქართველო შეერთებული შტატების კარგი მეგობარია და ჩვენ განვაგრძობთ თქვენთან, როგორც ახლო მოკავშირესთან თანამშრომლობას", - განაცხადა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა რიჩარდ ვილიანსონმა.
მასალის გამოყენების პირობები