საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას 24 ნოემბრამდე დატოვებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა "ფრანს პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"კულისებიდან ხელისუფლების მმართველობაში ლოგიკას ვერ ვხედავ. არ ვაპირებ იქიდან მოქმედებას. ინაუგურაციიდან ერთ კვირაში გადავდგები და პრემიერ-მინისტრის პოსტს 24 ნოემბრამდე დავტოვებ",- აცხადებს ივანიშვილი.