,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი ირინა იმერლიშვილი აბაშაში მომხდარ ინციდენტს ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. როგორც ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე იმერლიშვილმა განაცხადა მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა დამნაშავე საკადრისად დაისჯება.
,, აბაშაში გუშინ ,,ნაციონალებს" ბაქრაძე ჰავდათ სტუმრად, როგორც ჩანს, დალიეს და შემდეგ ღამის საათებში მივიდნენ ჩვენი შტაბის ხელმძღვანელთან სახლში და მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შერაცხყოფა მიაყენეს. ამას ბედავენ კიდევ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელებიც ცხრა წლის განმავლობაში სწორედ ასეთი მეთოდებით მართავდნენ ქვეყანას. ეს არის ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. მიუხედავად ამისა ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მივა ბოლომდე და ყველა დამნაშავე საკადრო პასუხს მიიღებს", _განაცახადა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აბაშის რაიონში ,,ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელის გიორგი გვილავას განმარტებით მის ოჯახს აბაშის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან" დავით დარცმელიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გვილავას განაცხადებით, იგი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ მეზობელმა შეტყობინა.
გიორგი გვილავას განაცხადებით, დავით დარცმელიძეს ყოფილი სამართალდამცავებიც ახლდნენ, რომელებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
როგორც ,,ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი განმარტავს სიტყვიერი შეურაცხყოფა დავით დარცმელიძემ მასაც მიაყენა.
გიორგი გვილავას დაკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება ხულიგნობის მუხლით.