საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ეწვევიან. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში დღეს ელოდებიან.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. როგორც ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია.
,, შვედეთიც და პოლონეთიც ჩვენი მეგობარი ქვეყნებია. მათი ინიციატივით შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობა. მოგეხსენებთ ერთ თვეში ჩვენ ვილნიუსში გავემგზავრებით ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისთვის. ამ ორ მინისტრს პირადი წვლილი აქვს შეტანილი, რომ საქართველო ამ ეტაპზეა მისული ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამიტომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათი სტუმრობა მხარდაჭერის ძალიან სერიოზული სიგნალია", _განაცხადა ფანჯიკიძემ.