"ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ბათუმის ბაზარში ამომრჩევლებს შეხვდა და მათ საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
შალვა ნათელაშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესი გადასახადებისგან გათავისუფლდება და სალარო აპარატები გაუქმდება.
"ყველა გამოვიდა ბაზარში და ამით ირჩენს თავს. ხელისუფლება ცხოვრობს მეფურად, ჯიპიანობს და ბოინგიანობს, საკუთარ ცოლ-შვილს ასწავლის ჰარვარდებსა და კემბრიჯებში ამ ხალხისგან აყვლეფილი ფულით, რომელსაც ეძახიან გადასახადებს და ჯარიმებს. ეს ორივე კომპონენტი მოისპობა და ისეთი ჯარიმა დაედებათ მაგათ, რომ არც ერთი კაპიკი არ დარჩებათ კანარის კუნძულებზე გატანილი მილიარდებიდან, უკან დააბრუნებენ ყველაფერს,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.