კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი კონკურენტი ქვეყნის პრეზიდენტის ტიტულს 1 ამომრჩევლის ხმით მიიღებს.
კანონის მოთხოვნის შესაბამისად მეორე ტურის შემთხვევაში მარგველაშვილი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება, თუ ,მარგველაშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მან მონაწილეობა არც პირველ ტურში უნდა მიიღოს მონაწილეობა და კანონით დადგენილ ვადებში მოხსნას საკუთარი კანდიდატურა.
როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) დირექტორიმა ვახუშტი მენაბდემ განმარტა, თუ ამომრჩევლის უმრავლესობა მაინც დაუჭერს მხარს იმ კანდიდატს, რომელსაც „არ სურს პრეზიდენტობა" და მას აიჩევს, გამოსავალი მისი თანამდებობიდან გადადგომა იქნება.
„ამომრჩევლს უნდა სცე პატივი - ვინც მხარი დაგიჭირა და მეორე ტურშიც მისცე შესაძლებლობა ეს მხარდაჭერა დააფიქსირონ. თუ საზოგადოებამ ღირსად ჩაგთვალა რომ მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა, და ამაზე უარს იტყვი, ამ შემთხვევაში ეს ამომრჩევლის დაცინვაა", - განაცხდა მენაბდემ.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხოლოდ პირველ და მეორე ადგილებზე გასული კანდიდატები იღებენ მონაწილეობას.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ ერთ-ერთმა კანდიდატმა არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 50%-ს პლიუს ერთ ხმაზე ნაკლები მოიპოვა.