"აბსოლუტურად არ მაქვს სურვილი ვინმე გავანადგურო და სააკაშვილი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ციხეში მოხვდეს,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური რადიოსადგურების და ბეჭდური გამოცემების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საზოგადოებას საშუალება და გარანტია ექნება, რომ ისეთ სასამართლოს და პროკურატურას მიიღებენ, სადაც ყველა დამნაშავეს მოეთხოვება პასუხი.
"არ მინდა პარალელები გავავლო ვინმესთან. ჩვენ ვცდილობთ სამართლიანი სასამართლოს მიღებას. ამის საუძველს ვქმნით. დანარჩენი ბრძნული სიტყვები გამოძიებამ და სასამართლომ დაადგინოს,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.