13-16 ოქტომბერს თბილისს არგენტინის სავაჭრო მისია ეწვევა, არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვაჭრობისა და ინვესტიციების დეპარტამენტის დირექტორის ავგუსტინ ვიდლერის ხელმძღვანელობით.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან არგენტინული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართველ ბიზნესმენებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებითა და შემდგომი განვითარებით.
15 ოქტომბერს, 9:30 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება ბიზნეს ფორუმი, სადაც დაგეგმილია ინდივიდუალური და ორმხრივი მოლაპარაკებები არგენტინულ და ქართულ კომპანიებს შორის. ფორუმი ორგანიზებულია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ.
არგენტინის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბენზინ და გაზ გასამართი სადგურების აღჭურვილობის, ტექსტილის, ნუშის და თხილის წარმოების, გამათბობელის სისტემების, ფარმაცევტული პრეპარატების, ცხვრის ხორცის პროდუქტის, გასტრონომიული დელიკატესების, თერმული იზოლაციის, ღვინის, და სხვა სფეროებში დასაქმებული კომპანიის ხელმძღვანელები.
16 ოქტომბერს არგენტინული ბიზნესმენები ადგილზე გაეცნობიან ქართული კომპანიების საქმიანობას.