,,პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები მიუთითებს, რომ ის ან პირდაპირ ასრულებს რუსეთის დავალებებს ან არ ერკვევა პოლიტიკაში", _განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა მალაშხიამ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
,,თქვენ შეგიძლიათ მისის ციტატები ნახოთ სადაც ამბობს რომ აფხაზებს ეკუთვნით დამოუკიდებლობა, როგორც სხვა ერებს. ის ცუდად მოიხსენიებს ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს რომლებიც არ ცნობდნენ ამ ტერიტორიებზე არჩევნებს. მეტიც თვითონ ზაქარეიშვილი იყო ის ადამიანი რომელიც საუბრობდა რომ რკინიგზა უნდა გაიხსნას აფხაზეთში და ორი კვირის შემდეგ ეს ყველაფერი უარყო. ზაქარეიშვილი კონტექსტი არ არის გასაკვირი, მაგრამ სამწუხაროა რომ ბატონი ივანიშვილიც იგივე პოზიციაზეა და ამის ანალოგია თქვენ ადვილად შეგიძლიათ ნახოთ", - აცხადებს მალაშხია.