,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ,,სახალხო პარტიის" დამფუძნებლის ვილფრედ მარტენსის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთვაზობთ:, ,გულწრფელად ვწუხვარ, დიდი ევროპელი პოლიტიკოსის, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი პოლიტიკური ლიდერის, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტისა და საქართველოს დიდი მეგობრის ვილფრედ მარტენსის გარდაცვალების გამო.
ვილფრედ მარტენსი ეკუთნოდა ევროპელ პოლიტიკოსთა თაობას რომელთა ძალისხმევითაც გაერთიანებული, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეამ საბოლოოდ გაიმარჯვა. ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ევროპის ისტორიული კონტექსტის მისეული აღქმა ისევე როგორც ევროპული ერთობისა და დემოკრატიის მიმართ მისი ერთგულება.
პრეზიდენტი მარტენსი ასევე იყო საქართველოს ევროპული არჩევანის და ქართული დემოკრატიის მტკიცე მხარდამჭერი. მან ერთ-ერთმა პირველმა ღიად დაგმო რუსეთის ქმედებები და რუსული აგრესია საქართველოში ოკუპაციად და ეთნიკურ წმენდად შეაფასა", აცხადებს ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ ვილფრედ მარტენსი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.