საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახურის განაცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,უშიშროების საბჭოს სხდომაზე მცოცავი ოკუპაციისა და სოჭის ოლიმპიადის საკითხების განხილვასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ მიიღებს მონაწილეობას უშიშროების საბჭოს სხდომაში, რადგან ეს არის პრეზიდენტის პიარაქცია. საქართველოს მთავრობა დაკავებულია ამ საკითხების რეალური მოგვარებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ", _ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები